ბჰაქთი-იოგა არის ღმერთის რეალური, ნამდვილი ძიება, ძიება, რომელიც იწყება, გადის და სრულდება სიყვარულში. ღმერთის ძლიერი, უსაზღვრო სიყვარულის ერთი წამი მარადიულ თავისუფლებას გვჩუქნის. გამოცემა აიერიანებს ვივეკანანდას რამდენიმე ტექსტს: ბჰაქთი-იოგა, ჩემი ცხოვრება და მისია, ჩემი მასწავლებელი, ბუდას მისია მსოფლიოს.
ვივეკანანდა, სვამი (დ. 12 იანვარი, 1863 - გ. 4 ივლისი, 1902) - XIX საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსი და სულიერი მოძღვარი. ინდოეთის თვალსაჩინო ფიგურა და ცნობილი მოღვაწე. მას იცნობენ, როგორც „ერის მამას“. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე. ასევე, ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე.