მახასიათებლები
- სათაური: ბურებთან
- ISBN კოდი:
- ავტორი: ნიკო ბაგრატიონი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 1951
- ენა: ქართული
- გვერდები: 188
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 867
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- ნაწილი პირველი
- ნაწილი მეორე
გადაფურცვლა
ნიკო ბაგრატიონი - ბურებთან
ქართული თარგმანის ავტორი: რაჟდენ გვეტაძე
iBooks© 2022 ყველა უფლება დაცულია
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: iBooks
სარჩევი
ნაწილი პირველი
ნაწილი მეორე
ნაწილი პირველი
ბუნების სიმშვენიერე და მისი საკვირველებანი, ცისა და მიწის საიდუმლოებანი მუდამ იტაცებდა ჩემს ბავშვურ გონებას. არაერთხელ მიოცნებია ფეხით მომევლო მთელი ქვეყანა და საკუთარი თვალით მეხილა თუ რისაგან შესდგებოდა ის და როგორ იყო დასახლებული. იმავე დროს ვნატრობდი, ისეთი ძალა მქონოდა, რომ შემძლებოდა შევბრძოლებოდი ცხრათავიან დევებს და ქვეყნად სიკეთე დამემყარებია.
ამ სურვილებს დღითი დღე მიღვიძებდა ჩემი მოხუცი გამდელი თინათინი თავისი შესანიშნავი ზღაპრებით და თქმულებებით.
გამდელი ჩემს მამიდებთან ერთად იზრდებოდა, ყურს უგდებდა მათ მეცადინეობას, მამიდებზე უკეთესად იცოდა ზეპირად უკვდავი რუსთაველის უბადლო ქმნილება.
მას იტაცებდნენ მისი გმირები, თავის ახალგაზრდა ქალბატონებთან ერთად მსჯელობდა მათზე, გამოთქვამდა თავის აზრებს... ტარიელზე შეყვარებულიც კი იყო... გამდელი ისე ნელა და ტკბილად მიყვებოდა ზღაპრებს, თითქოს ნაკადული ჩურჩულებსო. მის ხმაში იმდენი გრძნობა და თილისმა იყო, რომ მე მთლად ვთრთოდი, ღამე ვერ ვიძინებდი და გული იმ უცნობი მხარეებისაკენ მიილტვოდა, რომლებსაც გამდელი ამიწერდა. ყოველი ზღაპრის მოსმენის შემდეგ, სიტყვას ვაძლევდი...