iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი

ზიგმუნდ ფროიდი

ფროიდმა "მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი" 1921 წელს გამოაქვეყნა. ამ ნაშრომის დასაწყისში იგი გუსტავ ლე ბონის შეხედულებებს აჯამებს, შემდეგ კი მასაში მოქმედ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს აღწერს, რისთვისაც ინსტინქტთა თეორიას იშველიებს, მასების ერთობის საფუძვლად კი ლიბიდოიზურ კავშირებს ასახელებს.

3.33ლარი

ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია

ზიგმუნდ ფროიდი

მე-20 საუკუნის სამეცნიერო კლასიკად აღიარებული წიგნი, „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია“, 1901 წელს ჟურნალში გამოქვეყნდა, ხოლო წიგნის სახე 1904 წელს მიიღო. ამ ფუნდამენტურ ნაშრომში ფროიდი სიზმრების, დავიწყებებისა და შემთხვევითობა-შეცდომების ანალიზის საფუძველზე არაცნობიერის მოქმედებასა და გავლენას იკვლევს ჩვენს ყოველდღიურ, რუტინულ ცხოვრებაზე. წიგნი იმდენად პოპულარული ენით არის დაწერილი, რომ ყველა კატეგორიის მკითხველისთვისაა მისაწვდომი.

3.99ლარი

სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან

ზიგმუნდ ფროიდი

ფროიდის კლასიკური ნაშრომი, "სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან" (1905) სექსუალობის სამ სფეროს იკვლევს: სქესობრივ პერვერსიებს, ინფანტილურ სექსუალობასა და სქესობრივი სიმწიფის სექსუალობას. გარდა ამისა, თხზულება განიხილავს კასტრაციის შიშსა და ოიდიპოსის კომპლექსს. ნაშრომს ერთვის მომდევნო წლებში გამოქვეყნებული რამდენიმე ესსეი.

5.44ლარი

ეგო და Id

ზიგმუნდ ფროიდი

ამ ნაშრომის (1923) მიხედვით, ადამიანის ყველა ქცევა და ხასიათის თვისება ფსიქიკის სამი ელემენტის ურთიერთქმედებიდან იღებს სათავეს. ესენია ეგო, ზე-ეგო და Id. ეგოს ფუნქცია რეალობასთან Id-ის მორიგებაა, ხოლო ზე-ეგო გონების კრიტიკული, მორალური ნაწილია. ეგოს, ზე-ეგოსა და Id-ის კონცეფციებთან ერთად ფროიდი ამ ნოვატორულ ნაშრომში იკვლევს სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტებს, ისევე, როგორც შიშს, რომელიც დანაშაულის გრძნობით არის წარმოშობილი.

2.77ლარი

ფსიქოანალიზის შესავალი

ზიგმუნდ ფროიდი

ფროიდს არასოდეს შეუქმნია რეალური სახელმძღვანელო. მაგრამ „ფსიქოანალიზის შესავალი“ უდავოდ ყველაზე ახლოს არის ასეთ ტექსტთან. ფსიქიკური პროცესების მის მიერ აღმოჩენილი ძირითადი კანონები, განსაკუთრებით, არაცნობიერი, ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი მრავალი შედარების, ამბისა და სამედიცინო ისტორიის ამონარიდის გამოყენებით ფსიქოანალიტიკური კვლევის სამ კლასიკურ მიმართულებაზე დაყრდნობით – ესენია შეცდომები, სიზმრები და ნევროზული სიმპტომები. ხიბლი, რომელიც, როგორც ამბობენ, ფროიდის ლექციების სტილს ახასიათებდა, ნაბეჭდ ტექსტსაც მსჭვალავს: იმდროინდელ მსმენელთან გამართული დიალოგი დღესაც ცოცხლად იკითხება. ფაქტობრივად, „შესავალი“, მისი აზროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, დღემდე რჩება ფსიქოანალიზის დამფუძნებლის ყველაზე მოთხოვნად ნაშრომად.

4.99ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

მოგონებების პირველ ნაწილში ნიკო ბაგრატიონმა თავისი ოჯახის თავგადასავალი და XIX საუკუნის საქართველოს ყოფის ცალკეული სურათები აღწერა, ხოლო მეორე ნაწილი მიუძღვნა ტრანსვაალის ომს, თავის მონაწილეობას ამ ომში, გათავისუფლებას და სამშობლოში დაბრუნებას.

ბურებთან
2.77ლარი

ბურებთან

ნიკო ბაგრატიონი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star