მახასიათებლები
- სათაური: დემოკრატია და პიროვნება
- ISBN კოდი:
- ავტორი: ნიკოლაი ბერდიაევი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 6
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2179
- რეიტინგი: 3.0
სარჩევი
გადაფურცვლა
I
ჩვენში დღეს იშვიათად მსჯელობენ საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძვლების შესახებ. გონება მიმართულია ელემენტარულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისკენ, რომელთა მიღმა ვეღარას ვხედავთ. მაგრამ ჩვენ მოგვიწევს საზოგადოებრივი ცხოვრების ძირეული გარდაქმნა, მისთვის კი იდეურად მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა ღარიბია იდეებით და მასში მრავალი რამ თავისთავად ნაგულისხმევად მიიჩნევა. რუსეთის ინტელიგენციისა და მოწინავე საზოგადოების ფართო წრეებში დემოკრატიული იდეები თავისთავად ცხად ჭეშმარიტებად იყო აღიარებული. დემოკრატიის იდეა არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი მისი მთელი სირთულით და არასოდეს გამხდარა კრიტიკის ობიექტი. ჩვენი საზოგადოებრივი და სახელმწიფო ცხოვრების ბოროტება და სიცრუე ჩვენს აზრს ელემენტარულად და მარტივად აქცევდა. შესაბამისად, სიკეთედ და სინათლედ გვეჩვენებოდა ყოველივე ის, რაც ჩვენი მწარე სინამდვილის საპირისპირო იყო. ყოველი მეტისმეტად რთული საზოგადოებრივი აზრი გაუგებრად და უადგილოდ მიგვაჩნდა და მას ეჭვის თვალით ვუმზერდით. ჩვენში მარტივი და სწორხაზოვანი გადაწყვეტილებები მოსწონთ. დასავლეთში დემოკრატიის პრობლემა პიროვნების პრობლემასთან მიმართებით უკვე დიდი ხანია სერიოზული მსჯელობის საგნად არის ქცეული. ცხოვრების ისტორიულმა პროცესმა მიიყვანა დასავლეთი ამ სირთულემდე. მან მრავალი რამ აქცია პრობლემურად. ჩვენ კი, რუსები, ძალადობის დიდი წნეხის ქვეშ ვარსებობდით და პოლიტიკური აღმშენებლობის საკმაოდ მწირი გამოცდილება გაგვაჩნია. იდეის დონეზე განცდილი გვაქვს ყველაზე უკიდურესი პოლიტიკური თუ სოციალური მოძღვრებანი და დროდადრო გვეჩვენებოდა, რომ ანარქიზმიც გამოვიარეთ. მაგრამ ამ უკიდურესი პოლიტიკური თუ სოციალური მოძღვრებების გააზრება რუსეთში ყოველთვის მარტივად და ელემენტარულად ხდებოდა. ასეთივე სიმარტივე და ელემენტარულობა იქნა გამოვლენილი დემოკრატიის იდეის მიღებასთან მიმართებითაც. მრავალი რუსისათვის, ვინც ჩაგვრასა და უსამართლობას იყო მიჩვეული, დემოკრატია წარმოადგენდა რაღაც კონკრეტულსა და გასაგებს, მას დიადი სიკეთე...
ნიკოლაი ბერდიაევი
ნიკოლაი ბერდიაევი (18.03.1874-23.03.1948) - დიდი რუსი რელიგიური და პოლიტიკური ფილოსოფოსი, ეგზისტენციალიზმის წარმომადგენელი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ევროპულ ფილოსოფიურ პროცესში. თანამშრომლობდა ისეთ აღიარებულ მოაზროვნეებთან, როგორებიც იყვნენ გაბრიელ მარსელი, ემანუელ მუნიე, ოსვალდ შპენგლერი და სხვები. გარდაიცვალა კლამარში, პარიზის მახლობლად.