მახასიათებლები
- სათაური: დემოკრატია, სოციალიზმი და თეოკრატია
- ISBN კოდი:
- ავტორი: ნიკოლაი ბერდიაევი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3113
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
I
მე დეკომრატიისა და სოციალიზმის სულიერი ფუძემდებლური პრინციპები მაინტერესებს და, ამდენად, ჩემი კვლევის საგნად ვხდი არა ნახევრად დემოკრატიისა და ნახევრად სოციალიზმის მრავალფეროვან ფორმებს, არამედ ამ ტიპების ზღვრულ გამოხატულებებს, მათ "იდეას". დემოკრატიასა და სოციალიზმს შორის არსებობს სხვადასხვა გარდამავალი ფორმები, მათი შეხამება და კომბინაციები. არსებობს უამრავი პარტია, რომელიც საკუთარ თავს სოციალ-დემოკრატიულს უწოდებს, მაგრამ მართლები იყვნენ ბოლშევიკები, როდესაც მათ გააუქმეს სახელწოდება „სოციალ-დემოკრატიული“ და საკუთარ თავს კომუნისტები უწოდეს, ანუ "კომუნისტურ მანიფესტს" დაუბრუნდნენ. მარქსი კომუნისტი იყო. ის არ იყო სოციალ-დემოკრატი, და არასოდეს ყოფილა იგი დემოკრატი. პათოსი მისი არსებითად ანტიდემოკრატიულია. "მეცნიერული" სოციალიზმი წარმოიქმნა და ევროპის ხალხების აზრსა და ცხოვრებაში შევიდა არა როგორც დემოკრატიული მოძღვრება. ასევე არადემოკრატიული და ანტიდემოკრატიული იყო სენ-სიმონის უტოპიური სოციალიზმი, რომელიც წარმოადგენდა რეაქციას საფრანგეთის რევოლუციაზე და დიდწილად ჟ. დე მესტრის მოძღვრების სულიერი მონათესავე გახლდათ. დემოკრატია და სოციალიზმი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. რუსი კომუნისტები მართლები არიან ამის მტკიცებისას. ჟორესის ტიპის დემოკრატიული სოციალიზმი, დასაბუთებული ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციის ფარგლებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტ სოციალიზმს. ეს ნახევრად სოციალიზმია, რომელიც არ გამოხატავს სოციალისტურ იდეას. ჩვენი სოციალისტ-რევოლუციონერები და მენშევიკებიც, როგორც ჩანს, მემარცხენე დემოკრატები უფრო არიან, ვიდრე სოციალისტები.
დემოკრატიას ფორმალური ხასიათი გააჩნია, მან თავად არ იცის საკუთარი არსი და დასამტკიცებელი პრინციპის ფარგლებში არანაირი არსი არ გააჩნია. დემოკრატიას არ სურს იცოდეს, რისთვის ხდება ერის ნების გამოხატვა და არ სურს ერის ნება რაიმე უმაღლეს მიზანს დაუქვემდებაროს. იმ წუთს, როდესაც დემოკრატია გააცნობიერებს მიზანს, რომლისკენაც უნდა ისწრაფვოდეს ერის ნება, იგი მოიხვეჭს...
ნიკოლაი ბერდიაევი
ნიკოლაი ბერდიაევი (18.03.1874-23.03.1948) - დიდი რუსი რელიგიური და პოლიტიკური ფილოსოფოსი, ეგზისტენციალიზმის წარმომადგენელი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ევროპულ ფილოსოფიურ პროცესში. თანამშრომლობდა ისეთ აღიარებულ მოაზროვნეებთან, როგორებიც იყვნენ გაბრიელ მარსელი, ემანუელ მუნიე, ოსვალდ შპენგლერი და სხვები. გარდაიცვალა კლამარში, პარიზის მახლობლად.