მახასიათებლები
- სათაური: დიდი ჰიპია
- ISBN კოდი:
- ავტორი: პლატონი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 34
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3222
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
I;
II;
III;
IV;
V;
VI;
VII;
VIII;
IX;
X;
XI;
XII;
XIII;
XIV;
XV;
XVI;
XVII;
XVIII;
XIX;
XX;
განმარტებები;
გადაფურცვლა
პლატონი - დიდი ჰიპია.
Πλάτων - Ἱππίας μείζων.
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
დიდი ჰიპია
განმარტებები
დიდი ჰიპია
I
სოკრატე. რა ხანია, მშვენიერო და ბრძენო ჰიპია[1], ათენში აღარ გამოჩენილხარ[2].
ჰიპია. სულ მოუცლელობის ბრალია, ჩემო სოკრატე. როდესაც ელიდას[3] ამა თუ იმ ქალაქთან რაიმე საქმის მოგვარება სურს, უმალ მე მომმართავს, ვიდრე რომელსამე სხვა მოქალაქეს, და ელჩად მგზავნის, ვინაიდან სწორედ მე მთვლის იმ სიტყვების უკეთეს მსაჯულად და მაუწყებლად, რომლებსაც, ჩვეულებრივ, წარმოსთქვამენ ხოლმე მოლაპარაკებაში მონაწილე ქალაქების სახელით. ვინ იცის, რამდენჯერ ვწვევივარ ელჩად[4] სხვადასხვა ქალაქს, ყველაზე ხშირად და ყველაზე დიდმნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად კი - ლაკედემონს[5]. აი, რა შემიძლია ვუპასუხო შენს კითხვას: მე ხომ იშვიათად მიხდება ათენში ყოფნა.
სოკრატე. ხედავ, რა მძიმე ტვირთი აწევს ჭეშმარიტად ბრძენსა და სრულქმნილებასთან წილნაყარ კაცს? და მართლაც, შენ ხომ შეგიძლია, ერთის მხრივ, როგორც კერძო პირმა, უხვი გასამრჯელოს სანაცვლოდ, უფრო დიდ ფასეულობას აზიარო შენი ჭაბუკი მსმენელები, ვიდრე მათ მიერ გაღებული საფასურია, ხოლო, მეორეს მხრივ, როგორც მოქალაქემ, - ხელი შეუწყო მშობლიური ქალაქის კეთილდღეობას. რასაკვირველია, ასე უნდა იქცეოდეს ყველა, ვისაც სურს თავიდან აიცილოს ბრბოის ზიზღი და სანაცვლოდ მისი...
პლატონი
პლატონი (428/427 ან 424/423 – 348/347 ჩვ. წ.ა.) - ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ათენის აკადემიის, დასავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების პირველი დაწესებულების დამფუძნებელი. საყოველთაოდ არის მიჩნეული ცენტრალურ ფიგურად დასავლური ფილოსოფიის განვითარებაში, რომლის გავლენა დღემდე იგრძნობა.