წინამდებარე მოხსენებაში ალფრედ ადლერი მოკლე მონახაზს აკეთებს შეხედულებისა, რომელიც ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მისეულ კონცეფციას დაედო საფუძვლად.
პლატონის ნააზრევმა არაერთ ეპოქაში განიცადა აღორძინება თუ რეცეფცია. XX-XXI საუკუნეები პლატონის რენესანსის კიდევ ერთ ეპოქად უნდა მივიჩნიოთ, რადგან მას მხარდამჭერები გამოუჩნდა ისეთი მეცნირებების წარმომადგენლებშიც კი, რომელთა დასკვნები ფილოსოფოსის საუკუნეების განმავლობაში საკამათოდ ქცეული აზრების განხილვის შემთხვევაშიც კი ზუსტი სამეცნიერო კვლევისა და ექსპერიმენტების შედეგებს ეყრდნობა.
იმ უამრავ გამოცანასა და თავსატეხს შორის, რომელიც ბერძენი ავტორის ფილოსოფიამ წარმოშვა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი უდავოდ პლატონის „პოლიტიკოსია“. პლატონის დიალოგების ცნობილი მკვლევარი და მთარგმნელი ბ. სეტი აღნიშნავს, რომ „არც ერთი დიალოგი არაა იმაზე უფრო ცუდად ჩაფიქრებული, ვიდრე პლატონის „პოლიტიკოსი“. სხვა ცნობილი მკვლევარებიც დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდნენ ამ დიალოგს (როვი, ტეილორი, რაილი დ. ა. შ.). თავი რომ დავანებოთ „პოლიტიკოსის“ შინაარსს, უამრავ შეკითხვას ბადებს თავად მისი ფორმა. მეცნიერებაში არაერთგზის აღნიშნულა ის ფაქტი, რომ ეს დიალოგი არაა კარგად ორგანიზებული, აგებულია უცნაური გზით და უფრო მეტად ჰგავს ტრაქტატს, ვიდრე ფილოსოფიურ დიალოგს.
გაცხოველებული საუბრის განმავლობისას ათენელ ინტელექტუალთა ჯგუფი ღვინის თანხლებით აყალიბებს შეხედულებებს ეროსის შესახებ. მათი საუბრებიდან ნატიფი თვალსაზრისი გამომდინარეობს გენდერული როლის, სექსის და ძირითად ადამიანურ ინსტინქტთა სუბლიმაციის შესახებ. დისკუსია სრულდება სოკრატეს რადიკალური გამოწვევით საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებისადმი.
პლატონის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი, რომელიც კი ოდესმე შექმნილა ფილოსოფიისა და პოლიტიკური თეორიის თემაზე, "სახელმწიფო" - ესაა გამოგონილი დიალოგი სოკრატესა და რამდენიმე ათენელსა და უცხოელს შორის, რომელშიც სამართლიანობის მნიშვნელობაა განხილული. შექმნილი ჩვ. წ.ა. დაახლოებით 380 წელს, ნაშრომი მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა მარადიულ საკითხში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნას მოწყობილი საზოგადოება საუკეთესო გზით.
"ტიმეოსი" პლატონის ერთ-ერთი ის დიალოგია, რომელიც ძირითადად გრძელი მონოლოგის ფორმითაა წარმოდგენილი და დაწერილია ჩვ. წ.ა. დაახლოებით 360 წელს. მასში სამყაროსა და ადამიანთა ბუნების შესახებაა ვარაუდები გამოთქმული, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა შემდგომში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განვითარებისთვის.
„თეაგე“ პლატონის მცირე სოკრატესეული დიალოგია, რომელშიც დემოდოკესა და მისი ვაჟის, თეაგეს, წინაშე სოკრატე თავის შინაგან დემონურ ხმას განიხილავს და მოაქვს მაგალითები შემთხვევებისა, როდესაც მან დემონის ხმა გაიგონა, თუმცა რჩევა უგულვებელყოფილი იქნა, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვა.
„მენონი“ პლატონის სოკრატესეული დიალოგია, რომელშიც მოსაუბრეები ცდილობენ სიქველის განსაზღვრება გამოძებნონ, სიქველისა ზოგადად და არა ცალკეული სიქველეებისა. როგორიც არის სამართლიანობა და თავშეკავებულობა. დიალოგში ასევე სულის უკვდავებისა და ცოდნის, როგორც გახსენების თეორიაა გადმოცემული.