მახასიათებლები
- სათაური: პირველი ალკიბიადე
- ISBN კოდი:
- ავტორი: პლატონი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 37
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1952
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
პლატონი - პირველი ალკიბიადეე
Πλάτων - Ἀλκιβιάδης α
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს
iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სოკრატე
ალკიბიადე
სოკრატე. შენ ალბათ გიკვირს, კლინიას ძევ, რომ მხოლოდ მე - შენმა პირველმა თაყვანისმცემელმა არ მიგატოვე, მაშინ როდესაც დანარჩენებმა სათითაოდ გაქციეს ზურგი; ხომ გახსოვს, როგორ გაბეზრებდნენ თავს თავიანთი ყბედობით, მე კი ამდენი წლის მანძილზე ერთი სიტყვაც არ მითქვამს შენთვის. ამაში რაღაც ადამიანური კი არა, ღვთაებრივი მოსაზრება მიშლიდა ხელს, რასაც უფრო მოგვიანებით მოგახსენებ. ახლა კი მოვედი შენთან, ვინაიდან ეს დაბრკოლება გზას აღარ მიკრავს და, იმედი მაქვს, არც აწი შემიკრავს. მთელი ამ ხნის განმავლობაში გაკვირდებოდი, როგორ იქცეოდი შენი თაყვანისმცემლების მიმართ და, აი, რა შევნიშნე: ხომ ესოდენ მრავალრიცხოვანნი და ქედმაღალნი იყვნენ, მაგრამ შენმა ქედმაღლობამ ყველა დაჩრდილა და ყველას კუდით ქვა ასროლინა, სწორედ ამ შენი ქედმაღლობის მიზეზი მინდა აგიხსნა. შენ გგონია, რომ არავინ არასოდეს არ დაგჭირდება, ისე უხვად გებოძა ყველაფერი, დაწყებული სხეულით და დამთავრებული სულით, რომ სანატრელი აღარა გაქვს რა. ჯერ ერთი, შენის აზრით, ვერავინ შეგედრება სილამაზითა და სიდიადით, ეს ყველასათვის ცხადია და ვერავინ იტყვის, რომ ცდები, მეორეც, უწარჩინებულესად მიგაჩნია შენი გვარი მთელს ჩვენს ქალაქში, რომელსაც ბადალი არ მოეძებნება ელადის ქალაქთა შორის, და თვლი, რომ მამის მხრივ...
პლატონი
პლატონი (428/427 ან 424/423 – 348/347 ჩვ. წ.ა.) - ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ათენის აკადემიის, დასავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების პირველი დაწესებულების დამფუძნებელი. საყოველთაოდ არის მიჩნეული ცენტრალურ ფიგურად დასავლური ფილოსოფიის განვითარებაში, რომლის გავლენა დღემდე იგრძნობა.