მახასიათებლები
- სათაური: თეაგე
- ISBN კოდი:
- ავტორი: პლატონი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 15
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1907
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
პლატონი - თეაგე
Πλάτων - Θεάγης
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
თეაგე
განმარტებები
თეაგე
დემოდოკე
სოკრატე
თეაგე
დემოდოკე. მე მინდოდა, სოკრატე, თუ გცალია, ცალკე მოგლაპარაკებოდი, ხოლო თუ არა გცალია, გთხოვ, როგორმე მოიცალო ჩემი გულისთვის, თუკი რაღაც გადაუდებელი საქმე არა გაქვს.
სოკრატე. მაგრამ მე ისედაც მოცლილი ვარ, შენთვის კი - მით უმეტეს. მაშ, მითხარი, მაინც რა გაქვს ჩემთვის სათქმელი?
დემოდოკე. ცოტა იქით ხომ არ მივდგეთ, ზევს ელევთერიოსის ბჭესთან[1]?
სოკრატე. როგორც გენებოს.
დემოდოკე. მაშ, წავიდეთ. მე მგონია, სოკრატე, ყველა ქმნილება, მიწის ნაყოფი იქნება ეს, ცხოველი თუ სხვა რამ, ან კიდევ თვით ადამიანი, ერთმანეთსა ჰგავს. კერძოდ, რაც შეეხება მცენარეს, ჩვენთვის, მიწის მუშაკთათვის, ადვილია წინასწარ მოვამზადოთ ყველაფერი მის დასარგავად, და არც თვით დარგვაა ძნელი, მაგრამ როცა ნერგი ძალას მოიცემს და ზრდას იწყებს, სწორედ მაშინ იწყება ჩვენი წვალებაც, იმდენი ზრუნვა და მოვლა-პატრონობა სჭირდება მას. როგორც ჩანს, იგივე ითქმის ადამიანთა მიმართ[2]. ჩემი საკუთარი გამოცდილების მიხედვით ვმსჯელობ სხვებზედაც. აი, ეს ჩემი შვილი. მისი ჩარგვა თუ ჩასახვა, რა სახელიც უნდა ვუწოდოთ ამას, ყველაზე ადვილი გახლდათ, მაგრამ მისი აღზრდა კი მართლაც თავსამტვრევი შემექმნა: ერთავად შიშსა და კანკალში...
პლატონი
პლატონი (428/427 ან 424/423 - 348/347 ჩვ. წ.ა.) - ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ათენის აკადემიის, დასავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების პირველი დაწესებულების დამფუძნებელი. საყოველთაოდ არის მიჩნეული ცენტრალურ ფიგურად დასავლური ფილოსოფიის განვითარებაში, რომლის გავლენა დღემდე იგრძნობა.