მახასიათებლები
- სათაური: სოკრატეს აპოლოგია
- ISBN კოდი:
- ავტორი: პლატონი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 25
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4059
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საბრალდებო სიტყვების წარმოთქმის შემდეგ;
სოკრატეს დამნაშავედ ცნობის შემდეგ;
სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემდეგ;
განმარტებები;
გადაფურცვლა
პლატონი - სოკრატეს აპოლოგია
Πλάτων - Ἀπολογία Σωκράτους
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
საბრალდებო სიტყვების წარმოთქმის შემდეგ
სოკრატეს დამნაშავედ ცნობის შემდეგ
სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემდეგ
განმარტებები
(საბრალდებო სიტყვების წარმოთქმის შემდეგ[1])
არ ვიცი, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე, ათენელნო, ჩემი ბრალმდებლების[2] სიტყვებმა; მე კი, ღმერთმანი, კინაღამ თავი არ დამავიწყდა, ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდნენ, მთელი ამ მიეთ-მოეთიდან ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ ისინი დაჟინებით გირჩევდნენ თქვენ: ფრთხილად იყავით, ამ კაცის მჭევრმეტყველების მომნუსხველმა ძალამ არ გაცდუნოთო. უტიფრობაც ამასა ჰქვია: ნუთუ იმისი მაინც არ რცხვენიათ, რომ მე შემიძლია საქმით ვამხილო მათი სიცრუე, დიახ, საქმით, რადგან ორ სიტყვას ვიტყვი თუ არა, წამსვე აშკარა გახდება თქვენთვის, რომ დიდი ვერაფერი მჭევრმეტყველი გახლავართ, თუკი, რა თქმა უნდა, ისინი დიდ მჭევრმეტყველად არ თვლიან იმას, ვინც სიმართლეს ამბობს. თუ ამას გულისხმობენ, მაშინ მეც ვაღიარებ, რომ მჭევრმეტყველი ვარ. მაგრამ არა მათნაირი მჭევრმეტყველი: მათ ხომ სიმართლის ნატამალიც არ უთქვამთ, მე კი დაუფარავად მოგახსენებთ მთელს სიმართლეს. თუმცა, ვფიცავ ზევსს, თქვენ ვერ მოისმენთ, ათენელნო, მათი სიტყვებივით მორთულ-მოკაზმულსა და ზიზილ-პიპილებით შემკულ სიტყვას; მე...
პლატონი
პლატონი (428/427 ან 424/423 – 348/347 ჩვ. წ.ა.) - ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ათენის აკადემიის, დასავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების პირველი დაწესებულების დამფუძნებელი. საყოველთაოდ არის მიჩნეული ცენტრალურ ფიგურად დასავლური ფილოსოფიის განვითარებაში, რომლის გავლენა დღემდე იგრძნობა.