მახასიათებლები
- სათაური: მენონი
- ISBN კოდი:
- ავტორი: პლატონი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 41
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2485
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
პლატონი - მენონი
Πλάτων - Μένω
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
მენონი
განმარტებები
მენონი. როგორ გგონია, სოკრატე, შეიძლება სიქველის სწავლა? თუ არ შეიძლება და მხოლოდ წვრთნის და გაწაფვის გზით ვეზიარებით მას[1]? ან, იქნებ, ის არც სწავლით და არც გაწაფვით მიიწვდომება და მხოლოდ ბუნებით ან სხვა რამით მიემადლება კაცს?
სოკრატე. უწინ, ჩემო მენონ, თესალიელები განთქმულნი იყვნენ ელინთა შორის თავიანთი ცხენოსნობითა და სიმდიდრით, რითაც საყოველთაო აღტაცებას იწვევდნენ. ახლა კი, როგორც ჩანს, მათ სიბრძნითაც გაითქვეს სახელი[2]. ამ მხრივ უკანასკნელნი როდი არიან ლარისელნი[3], შენი მეგობრის - არისტიპეს[4] თანამოქალაქენი. ხოლო ამას გორგიას[5] უნდა უმადლოდეთ თქვენ: და მართლაც, თქვენს ქალაქს რომ ეწვია, მან სიბრძნის ბევრი ტრფიალი ჰპოვა იქ, ჯერ იყო და ალევადებს[6] შორის, რომელთა საგვარეულოსაც ეკუთვნის შენი თაყვანისმცემელი არისტიპე, ხოლო შემდეგ - დანარჩენ თესალიელებს შორისაც. გორგიამვე შეგაჩვიათ იმას, რომ ყველას, ვინც რამეს გეკითხებათ, თავდაჯერებით და ქედმაღლურად პასუხობთ, როგორც ყოვლისმცოდნეთ შეჰფერით. თვითონ გორგიაც ხომ ნებას რთავდა ყველა ბერძენს, რაც უნდოდა, ეკითხა მისთვის და არავის ტოვებდა უპასუხოდ[7]. ჩვენში კი ყველაფერი პირუკუა, ჩემო ძვირფასო მენონ: სიბრძნე დაგვიძვირდა, - როგორც ჩანს, ჩვენ შემოგვწყრა და თქვენსკენ იბრუნა პირი. აბა, სცადე და ამ კითხვით...
პლატონი
პლატონი (428/427 ან 424/423 - 348/347 ჩვ. წ.ა.) - ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ათენის აკადემიის, დასავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების პირველი დაწესებულების დამფუძნებელი. საყოველთაოდ არის მიჩნეული ცენტრალურ ფიგურად დასავლური ფილოსოფიის განვითარებაში, რომლის გავლენა დღემდე იგრძნობა.