მახასიათებლები
- სათაური: მცირე ჰიპია
- ISBN კოდი:
- ავტორი: პლატონი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 20
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2103
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
მცირე ჰიპი;
განმარტებები;
გადაფურცვლა
პლატონიო - მცირე ჰიპია
Πλάτων - Ἱππίας ἐλάττων
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს.
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
მცირე ჰიპია
განმარტებები
მცირე ჰიპია
ევდიკე, სოკრატე, ჰიპია
ევდიკე. კი მაგრამ, შენ რაღას სდუმხარ, სოკრატე, მას შემდეგ, რაც ჰიპიამ ამდენი ილაპარაკა? რატომ სხვებივით არ აქებ, ანდა, თუ რაიმე არ მოგეწონა, რად არ აბათილებ მის ნათქვამს? მით უმეტეს, რომ ვერცერთ ჩვენგანს, ვინც აქ დავრჩით, ვერავინ შეედრება ფილოსოფიური საუბრების სიყვარულში[1].
სოკრატე. მართლაცდა, ევდიკე, სიამოვნებით გამოვკითხავდი ჰიპიას ყველაფერს, რაც მან ახლა ჰომეროსზე ილაპარაკა. მამაშენ აპემანტესაგან გამიგონია, ჰომეროსის პოემა „ილიადა“ იმდენად უმჯობესია მის „ოდისეა“-ზე, რამდენადაც აქილევსი უფრო მაღლა დგას ოდისევსზეო[2], ვინაიდან, მისი მტკიცებით, ამ პოემებიდან ერთი ოდისევსს ეძღვნება, მეორე კი აქილევსს. ამიტომ, თუ ნებას დამრთავდა, სიამოვნებით გამოვკითხავდი ჰიპიას, მაინც რა აზრისაა ამ ორ კაცზე, რომელი მათგანი მიაჩნია უმჯობესად, რაკიღა ამდენი რამ გვითხრა სხვა პოეტებზედაც და ჰომეროსზედაც.
ევდიკე. ეჭვიც არ მეპარება, რომ, თუ რაიმეს ჰკითხავ, ჰიპია პასუხს არ დაგამადლის. ასე არ არის, ჰიპია? სოკრატემ რომ რაღაცა გკითხოს, ხომ უპასუხებ? რას იტყვი?
ჰიპია. მაშინ რას ემგვანებოდა ჩემი საქციელი, ევდიკე? მე ხომ ხშირად ჩავდივარ ჩემი მშობლიური ელიდიდან[3] ოლიმპიაში[4],...
პლატონი
პლატონი (428/427 ან 424/423 - 348/347 ჩვ. წ.ა.) - ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ათენის აკადემიის, დასავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების პირველი დაწესებულების დამფუძნებელი. საყოველთაოდ არის მიჩნეული ცენტრალურ ფიგურად დასავლური ფილოსოფიის განვითარებაში, რომლის გავლენა დღემდე იგრძნობა.