მახასიათებლები
- სათაური: კრიტონი
- ISBN კოდი:
- ავტორი: პლატონი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 15
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2724
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
პლატონი - კრიტონი
Πλάτων - Κρίτο
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს.
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
კრიტონი
განმარტებები
კრიტონი
სოკრატე, კრიტონი
სოკრატე. ეს რა დილაადრიან მოსულხარ, კრიტონ; თუ აღარც ისე ადრეა?
კრიტონი. ძალიან ადრეა.
სოკრატე. რა დროა მაინც?
კრიტონი. ესაა ირიჟრაჟა.
სოკრატე. მიკვირს, როგორ შემოგიშვა დილეგის მცველმა?
კრიტონი. რაც მე აქ შენს სანახავად დავდივარ, უკვე შემეჩვია, სოკრატე, და, ეგეც არ იყოს, არც პატივისცემა აკლია ჩემგან.
სოკრატე. ახლახან მოხვედი თუ დიდი ხანია?
კრიტონი. კაი ხანია.
სოკრატე. მერედა, რა ჩუმად ზიხარ, რად არ გამაღვიძე?
კრიტონი. ვფიცავ ზევსს, არ ვისურვებდი, სოკრატე, შენს დღეში ვიყო და ძილი რომ ძილია, ისიც კი არ მეკარებოდეს. აგერ, რამდენი ხანია გიყურებ და მიკვირს, რა ტკბილად გძინავს; გაღვიძებითაც განზრახ არ გაგაღვიძე, რათა შენთვის მყუდროება არ დამერღვია. ადრე ხომ, მთელი ჩვენი ნაცნობობის მანძილზე, მაკვირვებდა შენი ხასიათის სიმტკიცე, და მით უმეტეს მაკვირვებს ახლა, ამ საშინელი განსაცდელის ჟამს, შენი უდრტვინველობა და აუმღვრევლობა.
სოკრატე. კი მაგრამ, განა სიბრიყვე არ იქნებოდა, კრიტონ, ჩემი ხნის კაცის დრტვინვა კარს მომდგარი სიკვდილის გამო?
კრიტონი. რა ვიცი, შენი ხნისა სხვაც ბევრი ჩავარდნილა ამ დღეში, ჩემო სოკრატე, მაგრამ ასაკს არ დაუშლია...
პლატონი
პლატონი (428/427 ან 424/423 - 348/347 ჩვ. წ.ა.) - ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ათენის აკადემიის, დასავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების პირველი დაწესებულების დამფუძნებელი. საყოველთაოდ არის მიჩნეული ცენტრალურ ფიგურად დასავლური ფილოსოფიის განვითარებაში, რომლის გავლენა დღემდე იგრძნობა.