მახასიათებლები
- სათაური: ტიმეოსი
- ISBN კოდი:
- ავტორი: პლატონი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 154
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2508
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
პლატონი - ტიმეოსი
Πλάτων - Τίμαιος
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
ტიმეოსი
განმარტებები
სოკრატე, ტიმეოსი, ჰერმოკრატე, კრიტია[1].
სოკრატე. ერთი, ორი, სამი... კი მაგრამ, ჩემო ძვირფასო ტიმეოს, სადღაა მეოთხე მათგანი[2], რომელნიც გუშინ ჩემი სტუმრები იყვნენ, დღეს კი, პირიქით, ჩემთვის უნდა გაეწყოთ სუფრა?
ტიმეოსი. ალბათ, შეუძლოდ შეიქნა, სოკრატე; თავისი ნებით არამც და არამც არ დააკლდებოდა ამ თავყრილობას.
სოკრატე. თუ ასეა, განა შენი და აი, ამათი ვალი არ არის, რომ მისი მაგივრობა გასწიოთ?
ტიმეოსი. რა თქმა უნდა, თუკი რამე შეგვიძლია, თავს არ დავზოგავთ. მას შემდეგ, რაც გუშინ ასე ღირსეულად მოიხადე ჩვენს მიმართ სტუმართმოყვარეობის ვალი, ჩვენის მხრივ, უმადურობა იქნებოდა, თუკი არ ვეცდებოდით, ასევე გვემასპინძლა შენთვის.
სოკრატე. კეთილი; მაგრამ თუ გახსოვთ, მაინც რამდენი და რანაირი საკითხები შემოგთავაზეთ განსახილველად?
ტიმეოსი. ზოგი რამ გვახსოვს, ხოლო თუ რამე დაგვავიწყდა, აქ არა ხარ, რომ გაგვახსენო? მაგრამ უმჯობესი იქნება, თუკი არ დაგვზარდები, ყველაფერი მოკლედ გაგვიმეორო თავიდან, რათა უფრო მყარად ჩაგვებეჭდოს მეხსიერებაში.
სოკრატე. როგორც გნებავთ: თუ არა ვცდები, ჩემი გუშინდელი მსჯელობის მთავარი საკითხი იყო სახელმწიფოებრივი წეს-წყობილება: როგორი უნდა იყოს იგი და რანაირი მოქალაქეები სჭირდება მის სრულყოფას....
პლატონი
პლატონი (428/427 ან 424/423 – 348/347 ჩვ. წ.ა.) - ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ათენის აკადემიის, დასავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების პირველი დაწესებულების დამფუძნებელი. საყოველთაოდ არის მიჩნეული ცენტრალურ ფიგურად დასავლური ფილოსოფიის განვითარებაში, რომლის გავლენა დღემდე იგრძნობა.