მახასიათებლები
- სათაური: ლახესი
- ISBN კოდი:
- ავტორი: პლატონი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 27
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1681
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
პლატონი - ლახესი
Πλάτων - Λάχης
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
ლახესი
განმარტებები
ლისიმაქე
მელესია
ნიკია
ლახესი
ლისიმაქესა და მელესიას შვილები
სოკრატე[1]
ლისიმაქე. აბა, ჩემო ნიკია და ლახეს, ხომ ნახეთ, როგორ იბრძოდა ეს იარაღასხმული კაცი[2], ხოლო რა მიზნით მოგიწვიეთ ამ სანახაობაზე, მე და მელესიას აქამდე არ გვითქვამს, ახლა კი გეტყვით, რადგანაც ვთვლით, რომ თქვენს წინაშე სრულიად გულახდილნი უნდა ვიყოთ. ზოგიერთს ხომ სასაცილოდაც არ ჰყოფნის ამნაირი რამ, და თუ რჩევისათვის მიმართე, იმას კი არ გეტყვიან, რასაც ფიქრობენ, არამედ ცდილობენ გამოიცნონ მისი სურვილი, ვინც რჩევისათვის მიმართავს და იმის საპირისპიროს ამბობენ, რაც გულში უდევთ, თქვენ კი, ჩვენის აზრით, საქმის მიხვედრის თავი გაქვთ და იმისაც, რომ მიხვედრის შემდეგ გულახდილად მოგვახსენოთ, რას ფიქრობთ მასზე. ხოლო მთელი ამ შესავლის შემდეგ, აი, რა მინდა გითხრათ:
აგერ ესენი ჩვენი ვაჟები არიან: მელესიას ბიჭი პაპის სეხნიაა, თუკიდიდე ჰქვია სახელად; ამ ჩემს ბიჭსაც მამაჩემის სახელი ჰქვია: არისტიდეს ვეძახით[3]. ჩვენ გადავწყვიტეთ, რაც შეიძლება დიდი ყურადღებით მოვეკიდოთ მათ აღზრდას და დანარჩენი მამებივით როდი მივცეთ იმისი ნება, რომ სიჭაბუკის ასაკს მიღწეულნი ისე იქცეოდნენ, როგორც მოეპრიანებათ. ამიტომ გვინდა ამთავითვე მთელი გულმოდგინებით მოვკიდოთ ხელი...
პლატონი
პლატონი (428/427 ან 424/423 – 348/347 ჩვ. წ.ა.) - ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ათენის აკადემიის, დასავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების პირველი დაწესებულების დამფუძნებელი. საყოველთაოდ არის მიჩნეული ცენტრალურ ფიგურად დასავლური ფილოსოფიის განვითარებაში, რომლის გავლენა დღემდე იგრძნობა.