მახასიათებლები
- სათაური: ევთიფრონი
- ISBN კოდი:
- ავტორი: პლატონი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 20
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2755
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
პლატონი - ევთიფრონი
Πλάτων - Εὐθύφρων
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
ევთიფრონი
განმარტებები
ევთიფრონი
ევთიფრონი
სოკრატე
ევთიფრონი. ეს რა ახალი ამბავია, სოკრატე? თავი მიგნებებია ლიკეონში[1] შენი საქმიანობისათვის და ახლა აქ ატარებ დროს, სამეფო ბჭესთან[2]. ან იქნება ჩემი არ იყოს, შენც რაიმე საჩივრით ეახელ მეფეს[3]?
სოკრატე. არა, ევთიფრონ, ჩემს საქმეს საჩივარს კი არ ეტყვიან ათენელნი, არამედ ბრალდებას.
ევთიფრონი. რას ამბობ? ნუთუ ვინმემ გიჩივლა? რადგან მე ვერ წარმომიდგენია, რომ შენ თვითონ შეგიძლია უჩივლო სხვას.
სოკრატე. მართლაც რომ არ შემიძლია.
ევთიფრონი. მაშასადამე, შენ თვითონ გიჩივლა ვინმემ?
სოკრატე. დიახ.
ევთიფრონი. მაინც ვინ?
სოკრატე. მართალი გითხრა, კარგად არც კი ვიცნობ, ევთიფრონ. შესახედავად ახალგაზრდაა, სხვა მხრივ კი რა მოგახსენო, მგონი მელეტოსი[4] ჰქვია სახელად, ხოლო სადაურობას თუ იკითხავ, - პიტთეელია[5]. ხომ არ გეცნობა ვინმე პიტთეელი მელეტოსი? გადალესილი თმები, თხელი წვერი და კეხიანი ცხვირი აქვს.
ევთიფრონი. არა, არ მეცნობა, სოკრატე. კი მაგრამ, მაინც რაში გდებს ბრალს?
სოკრატე, რაში და... ამნაირ ბრალდებას, ჩემის აზრით, მხოლოდ კეთილშობილი კაცი თუ წამოგიყენებს. ასე ახალგაზრდა და ამდენი ცოდნა, ხუმრობა საქმე როდია. როგორც თვითონ ამბობს, მან თურმე...
პლატონი
პლატონი (428/427 ან 424/423 – 348/347 ჩვ. წ.ა.) - ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ათენის აკადემიის, დასავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების პირველი დაწესებულების დამფუძნებელი. საყოველთაოდ არის მიჩნეული ცენტრალურ ფიგურად დასავლური ფილოსოფიის განვითარებაში, რომლის გავლენა დღემდე იგრძნობა.