მახასიათებლები
- სათაური: პარმენიდე
- ISBN კოდი:
- ავტორი: პლატონი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 53
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2270
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
პლატონი - პარმენიდე
Πλάτων - Παρμενίδης
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
კეფალე[1] (მოგვითხრობს)
კეფალე. ჩვენი მშობლიური კლაძომენედან[2] ათენში რომ ჩავედით, აგორაზე[3] ადიმანტე და გლავკონი[4] შეგვხვდნენ. ადიმანტემ ხელი ჩამჭიდა და მითხრა:
- მოგესალმები, კეფალე! თუ აქ საქმემ ჩამოგიყვანა და ჩვენ შეგვიძლია რაიმე გარგოთ, გვითხარი და გვიმსახურე.
- აქ სწორედ იმან ჩამომიყვანა, - მივუგე მე, - რომ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან.
- თუ ასეა, კეთილ-ინებე და გვითხარი, მაინც რა გნებავს, - თქვა, მან.
მაშინ მე ვკითხე:
- რა ერქვა თქვენს ნახევარძმას? რა ვქნა, რომ აღარ მახსოვს: თითის ტოლა ბალღი იყო, უწინ რომ ჩამოვედი კლაძომენედან. მას აქეთ ბევრმა წყალმა ჩაიარა. მამამისს კი, თუ არა ვცდები, პირილამპე[5] უნდა რქმეოდა.
- რა თქმა უნდა, - მომიგო მან, - თვითონ მას კი - ანტიფონი[6]. მაგრამ, მართალი გითხრა, ვერ მივმხვდარვარ, რად მეკითხები.
- აი, ეს ჩემი თანამოქალაქენი, - მივუგე მე, - სიბრძნის დიდი მოყვარენი არიან. გაუგონიათ, რომ ეს ანტიფონი თურმე ხშირად ხვდებოდა პითოდორეს[7], ძენონის მეგობარს, და კარგად უნდა ახსოვდეს ის საუბარი, ოდესღაც სოკრატეს[8], ძენონსა[9] და პარმენიდეს[10] შორის რომ გამართულა, რადგანაც პითოდორესაგან ხშირად მოუსმენია მისი შინაარსი.
- მართალს ბრძანებ, - თქვა ადიმანტემ.
- ჰოდა, ჩვენც სწორედ მისი მოსმენა...
პლატონი
პლატონი (428/427 ან 424/423 – 348/347 ჩვ. წ.ა.) - ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ათენის აკადემიის, დასავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების პირველი დაწესებულების დამფუძნებელი. საყოველთაოდ არის მიჩნეული ცენტრალურ ფიგურად დასავლური ფილოსოფიის განვითარებაში, რომლის გავლენა დღემდე იგრძნობა.