ძნელათ თუ მოიძებნება ისეთი იდუმალებით მოცული თხზულება როგორიც "დიგენის აკრიტასია". მან თითქოს გაიზიარა ბედი იმ საზოგადოებისა, რომლის წიაღშიც შეიქმნა - ბიზანტიის დაცემის შემდგომ, მრავალი საუკუნის განმავლობაში უკვალოდ დაკარგული, მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს იქნა აღმოჩენილი, რითაც პოემამ თავისი "მეორე ცხოვრება" დაიწყო.