პრაქტიკოსი ფსიქოლოგის სვეტლანა როიზის წიგნი ბავშვებისა და უფროსებისთვის განკუთვნილი საიდუმლოებათა კრებულია. ბავშვები, რომლებიც კითხულობენ, თამაშობენ, ითავისებენ ამ წიგნში შესულ საიდუმლო ისტორიებს, შეძლებენ შემზადებას „უფროსების სივრცეში“ გასასვლელად. უფროსები კი უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად იგრძნობენ თავს ბავშვთა სამყაროში, რადგან ეს წიგნი საბავშვო ფსიქოლიგიის კონსპექტია. მასში მოცემულია კონკრეტული რეცეპტებიც და სასარგებლო ლიტერატურის ჩამონათვალიც. წიგნში მოთხრობილი საიდუმლოებები დაგეხმარებათ სხვადასხვა სახის „ბუტიაობის“, „წყენიაობის“, „მტკივნეულობების“, „ჭირვეულობების“ დაძლევაში, რომლებიც ბუდობენ ჩვენში, მიუხედავად ასაკისა, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა. თქვენ... უბრალოდ გაეცნობით საკუთარ თავსა და საკუთარ შვილებს. წიგნი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს აღზარდოს ჯანსაღი, ჭკვიანი და ცხოვრების ალღოს მქონე შვილი.
სვეტლანა როიზი,ევროპის პროფესიონალი ფსიქოთერაპიის ლიგის წევრი. ის არის ბავშვის და ოჯახის ფსიქოლოგი. ცხოვრობს უკრაინაში. სანამ დაიწყებდა თავისი სპეციალობით მუშაობას საკმაო პერიოდი იმუშავა ტელევიზიაში და თვლის რომ ტელევიზიაში მუშაობამ მისცა ყველაზე დიდი გამოცდილება.