მახასიათებლები
- სათაური: ძაღლის გული
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხეილ ბულგაკოვი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 76
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3355
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
ძაღლის გული
შენიშვნები
ავტორის სხვა წიგნები
საავტორო უფლება
მიხეილ ბულგაკოვი - ძაღლის გული
ქვეყნდება შპს აიბუქს-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. ibooks.ge
„ძაღლის გული“ პირველად რუსულად გამოქვეყნდა 1968 წელს.
ქართული თარგმანი ეკუთვნის გივი კიკილაშვილს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
ძაღლის გული
1
უ-ო-უ-უ-უ-ღუ-ღუ-ღუუ! შემომხედეთ ვკვდები, ქარბუქი ჭიშკრის თაღქვეშ სულთათანას შემომღრიალებს და მეც ყმუილით ბანს ვაძლევ. დავიღუპე, ოჰ, დავიღუპე. არამზადამ, თავზე ჭუჭყიანი ჩაჩი რომ ახურავს - სახალხო მეურნეობის ცენტრალური საბჭოს მომსახურეთა ნორმალური კვების სასადილოს მზარეულმა - მდუღარე წყალი შემომასხა და მარცხენა ფერდი გამიფუფქა. ის გარეწარი პროლეტარი მაინც არ იყოს. ღმერთო ჩემო, როგორ მტკივა, მდუღარემ ძვლებამდე გამატანა. ახლა ვყმუი, მაგრამ ყმუილი რას მიშველის?
ნეტავ რა დავუშავე? სანარცხე ორმოს თუ გავქექავ, ნუთუ ამით სახალხო მეურნეობის საბჭოს შევსანსლავ? ძუნწი ნაძირალა! ერთი იმისი სიფათისთვის შეგახედათ: სიგრძეზე მეტი სიგანე აქვს იმ ცხვირ-პირჩაჟანგებულ ქურდს. ოჰ, ხალხო, თქვენ რა გითხრათ! მდუღარე წყლით ჩაჩიანი შუადღისას გამიმასპინძლდა, ახლა კი უკვე ჩამობინდდა, ნაშუადღევის ორი საათი იქნება; ამას ხახვის სუნით ვგრძნობ, პრეჩისტენკის სახანძრო რაზმის სამყოფლიდან რომ გამოდის. მეხანძრეები, როგორც მოგეხსენებათ, ისეთ ფაფას ჭამენ, არაფრად არ ვარგა, სოკო...
მიხეილ ბულგაკოვი
მიხეილ ათანასეს ძე ბულგაკოვი (დ. 15 მაისი, 1891, კიევი - გ. 10 მარტი, 1940, მოსკოვი) - რუსი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური რეჟისორი და მსახიობი. ავტორი რომანისა „ოსტატი და მარგარიტა“. არის მოთხრობების, ფელეტონების, პიესების, სცენარების, ლიბრეტოების ავტორი.