წინამდებარე კრებულში თავმოყრილია უკანასკნელი წლების ჩემი მუშაობის შედეგები. ჩემი სამეცნიერო ინტერესების ტრადიციულ სფეროებს – მიკენურ ტექსტებსა და ძველი მსოფლიოს სოციალურ ისტორიას - ბოლო ხანებში შეემატა მითოლოგია როგორც წყარო ისტორიული კვლევისათვის. აქ იგულისხმება ზოგადი, მეთოდოლოგიური პრობლემატიკაც, კონკრეტული მითებისა თუ თქმულებების მიხედვით ისტორიულ მოვლენათა რეკონსტრუქციაც და მითოლოგიურ პარალელთა შესწავლა - შეფასებაც. შუამდინარეთთან და ანატოლიასთან ბერძნული და ქართული პარალელებისა თუ კონტაქტების კვლევამ ჩემს თვალსაწიერში დააბრუნა ძველახლოაღმოსავლური სამყარო.
ლევან გორდეზიანი - დაბადების თარიღი: 1962-11-01 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი; მისი კვლევის ძირითადი მიმართულებაა ძველი მსოფლიო ისტორია, ბერძნული და ძველაღმოსავლური ისტორიის წყაროთმცოდნეობა, მითოლოგია; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ექვსი მონოგრაფია; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი(2004).