iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

ექიმი გლასი

ავტორი: იალმარ სედერბერგი

2021 წელი | გამომცემელი: საქართველოს აკადემიური გამომცემლობა

მთარგმნელი: ეკა გუნთაიშვილი

თანამედროვე, რომანი, თარგმანი

ფორმატები: pdf
865
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია

წიგნში მოქმედება მე-20 საუკუნის დასაწყისში ხდება. თხრობა ეპოქის სულისკვეთებით არის გაჟღენთილი - იგრძნობა დოსტოევსკის და ნიცშეს გავლენა, დეკადენტური განწყობილება, მომავალი გლობალური კატასტროფების წინათგრძნობა... მთავარი გმირი, ექიმი გლასი წერს დღიურს და გვიზიარებს თავის აზრს ისეთ საკითხებზე, რომლებიც დღესაც აქტიურად განიხილება: აბორტი, ევთანაზია, მორალური ღირებულებების ცვალებადობა; სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, ეს თითქოსდა მშვიდი, თუმცა ამავდროულად ფსიქოლოგიურად დაძაბული, შინაგანი მუხტის მატარებელი რომანი სულ უფრო და უფრო გითრევს და სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდები სევდიანი, თუმცა ლოგიკური დასასრულის წინაშე.

მახასიათებლები
გადაფურცვლა
იალმარ სედერბერგი
იალმარ სედერბერგი

შვედი მწერალი, პუბლიცისტი და მთარგმნელი იალმარ სედერბერგი დაიბადა 1869 წელს, სტოკჰოლმში. 1890-1891 წლებში სწავლობდა უფსალის უნივერსიტეტში. მწერლის პირველი რომანი - „აუხდენელი ოცნებები“ - რომელსაც პრესამ პორნოგრაფიული უწოდა, 1895 წელს გამოვიდა. სედერბერგი სულ 20-მდე რომანის ავტორია, რომლებიც შვედური ლიტერატურის კლასიკადაა აღიარებული. „ექიმი გლასი“ იალმარ სედერბერგის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც რამდენჯერმე იყო ეკრანიზებული (1942, 1968, 1979 და 2009 წლებში).