თუ ერის ისტორიული მისიის აღსრულება შემოქმედებას და მოძრაობას გულისხმობს, ხოლო სტატიკა დამღუპველია ისტორიული შემოქმედებისთვის, მაშინ ომი და ანექსიაც შეიძლება გამართლებული იქნეს. ასეთია ბერდიაევის ამ არაერთმნიშვნელოვანი ესსეის ძირითადი აზრი, სადაც ასევე რუსეთის (და ნაკლებად - ინგლისის) მსოფლიო დომინირების იდეაც ხმამაღლაა გამოთქმული.
ნიკოლაი ბერდიაევი (18.03.1874-23.03.1948) - დიდი რუსი რელიგიური და პოლიტიკური ფილოსოფოსი, ეგზისტენციალიზმის წარმომადგენელი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ევროპულ ფილოსოფიურ პროცესში. თანამშრომლობდა ისეთ აღიარებულ მოაზროვნეებთან, როგორებიც იყვნენ გაბრიელ მარსელი, ემანუელ მუნიე, ოსვალდ შპენგლერი და სხვები. გარდაიცვალა კლამარში, პარიზის მახლობლად.