მახასიათებლები
- სათაური: ესთეტიკა, ფილოსოფია
- ISBN კოდი:
- ავტორი: დენი დიდრო
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 66
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1293
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
ცალკეული აზრები, ფერწერასა, ქანდაკებასა, არქიტექტურასა და პოეზიაზე
ბუნების განმარტებისათვის
ლოცვა
ფილოსოფიური პრინციპები
განმარტებები
გადაფურცვლა
დენი დიდრო - ესთეტიკა, ფილოსოფია
Denis Diderot - Esthetique, Philosophie
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ს. მუსხელიშვილს და ი. დიომელს
iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
ცალკეული აზრები, ფერწერასა, ქანდაკებასა, არქიტექტურასა და პოეზიაზე
ბუნების განმარტებისათვის
ლოცვა
ფილოსოფიური პრინციპები
განმარტებები
ცალკეული აზრები, ფერწერასა, ქანდაკებასა, არქიტექტურასა და პოეზიაზე
გემოვნებაზე
მხატვართა შორის მოიპოვება პოეტები, და პოეტთა შორის - მხატვრები. დიდ მხატვართა სურათების ცქერა ისევე სასარგებლოა მწერლისათვის, როგორც დიდ ნაწარმოებთა კითხვა მხატვარისათვის.
არ კმარა გქონდეთ ნიჭი, გემოვნებაც საჭიროა. მე ვსცნობ ნიჭს თითქმის ყველა ფლამანდიურ სურათში; მაგრამ ამაოდ ვეძებ მათში გემოვნებას.
ნიჭი ჰბაძავს ბუნებას; გემოვნება შთააგონებს არჩევანს; ამასთან ერთად მე მირჩევნია გაუთლელობა მანჭიაობას; და მე მივსცემდი ათ ვატოს[1] ერთ ტენირსში[2]. მე ვირგილიუსი უფრო მომწონს, ვიდრე ფონტენელი[3], და ორივეს მირჩევნია თეოკრიტე: თუ მას არა აქვს ლაზათიანობა პირველისა, ის უფრო წრფელია, და შორსაა მეორის ფარისევლობისაგან.
შეკითხვა, რომელიც არც ისე სასაცილოა, როგორიც მოგეჩვენებათ: შეიძლება გქონდეთ წმინდა გემოვნება, როდესაც გული ბიწიერია?
განა არავითარი განსხვავება არაა იმ გემოვნებასა, რომელიც შეძენილია აღზრდით და უმაღლეს საზოგადოებასთან ურთიერთობით,...