წიგნი შედგება ავტორის ორი მცირე ზომის ესესგან. პირველი ესე წარმოადგენს ფროიდის ერთგვარ კრიტიკას. როგორც ავტორი აღნიშნავს, მისი ამ მცირე ზომის წიგნის მიზანია, რომ იპოვოს თუნდაც რაღაც საყრდენი წერტილი იმ ბუნდოვან სფეროში, რომელიც არაცნობიერის სახელითაა ცნობილი. მეორე ესსეი – „პორნოგრაფია და უხამსობა“ – გარკვეულწილად მიძღვნილია მორალისა და საკუთარი თავის გაცნობიერებისადმი, ისევე როგორც სექსუალური ურთიერთობის როლის აღნიშვნისა და ხაზგასმისათვის და ა.შ.
დევიდ ჰერბერტ ლოურენსი (ინგლ. David Herbert Lawrence; დ. 11 სექტემბერი, 1885, ისტვუდი, — გ. 2 მარტი, 1930, ვანსი, საფრანგეთი) — ინგლისელი მწერალი. 1909 წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული. სახელი გაითქვა პირველივე რომანით „თეთრი ფარშავანგი“ (1911).