ეს არის ხანდაზმული, მაგრამ გაუტეხელი ფსიქოლოგის მოგონებები განვლილ გზაზე, ცხოვრებისეულ ქარტეხილებზე; იმ წინააღმდეგობათა დაძლევაზე, რომელსაც მას უქმნიდა გარემო თუ საკუთარი ხასიათი. მკითხველი შეხვდება მრავალ საინტერესო და ცნობილ ადამიანს - ფსიქოლოგებს, ფილოსოფოსებს, პოლიტიკოსებს, სპორტსმენებს და სხვ.,ვისთანაც მას ჰქონია ურთიერთობა.
გივი მერაბიშვილი - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფსიქოთერაპევტი; ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრის "არსი"-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.