„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.
ეს არის ხანდაზმული, მაგრამ გაუტეხელი ფსიქოლოგის მოგონებები განვლილ გზაზე, ცხოვრებისეულ ქარტეხილებზე; იმ წინააღმდეგობათა დაძლევაზე, რომელსაც მას უქმნიდა გარემო თუ საკუთარი ხასიათი. მკითხველი შეხვდება მრავალ საინტერესო და ცნობილ ადამიანს - ფსიქოლოგებს, ფილოსოფოსებს, პოლიტიკოსებს, სპორტსმენებს და სხვ.,ვისთანაც მას ჰქონია ურთიერთობა.
წიგნში განხილულია სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა მათი თეორიული წანამძღვრების, აღმოცენების მიზეზების, მკურნალობის მეთოდიკისა და პრაქტიკული გამოყენების ჩვენებით. საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ქართული ფსიქოთერაპიული სკოლის – “მენცარის” – მიერ განხორციელებულ კვლევა-ძიებას, რის საფუძველზეც მიგნებულ იქნა ფსიქიკური აშლილობის გამომწვევი პირველმიზეზი და მისი განკურნების რეალური გზა. მკურნალობას ექვემდებარება როგორც ნევროზი, ისე ფსიქოზი, ნარკომანია, ეპილეფსია, ალკოჰოლიზმი, სექსუალური მოშლილობები და ა.შ., ისე მრავალი სომატური დაავადება და ანტისოციალური ქმედება.
შრომა ეძღვნება უმნიშვნელოვანეს ადამიანურ პრობლემას - ჯანმრთელობა-ავადმყოფობა. რა იწვევს ფსიქიკურ და სხეულებრივ დაავადებას, როგორ მივაღწიოთ რეალურ ჯანმრთელობას, რა საფუძველზე ფორმირდება ჯანსაღი საზოგადოება? მკითხველი ამ უმწვავეს კითხვებზე პასუხს იპოვის ახალი მიმართულების - ანთროპოანალიზის - თეორიული და პრაქტიკული მიღწევების, მისი სამპლანიანი მოდელის თერაპიული და ფსიქოპროფი¬ლაქტიკური სისტემის განხილვის კვალდაკვალ. ი.
შრომა ეძღვნება უმნიშვნელოვანეს ადამიანურ პრობლემას - ჯანმრთელობა-ავადმყოფობა. რა იწვევს ფსიქიკურ და სხეულებრივ დაავადებას, როგორ მივაღწიოთ რეალურ ჯანმრთელობას, რა საფუძველზე ფორმირდება ჯანსაღი საზოგადოება? მკითხველი ამ უმწვავეს კითხვებზე პასუხს იპოვის ახალი მიმართულების - ანთროპოანალიზის - თეორიული და პრაქტიკული მიღწევების, მისი სამპლანიანი მოდელის თერაპიული და ფსიქოპროფი¬ლაქტიკური სისტემის განხილვის კვალდაკვალ.
რა იწვევს ფსიქიკურ, ფსიქოსომატურ დაავადებებს და ანტისაზოგადოებრივ ქმედებებს? რა საშუალებით ავიცილოთ თავიდან ეს მოვლენები და როგორ ჩამოვაყალიბოთ გონებრივად, ფიზიკურად და ზნეობრივად ნორმალური ადამიანი? წინამდებარე ნაშრომში მკითხველი გაეცნობა უახლეს ინფორმაციას დასმულ საკითხებზე და მათი გადაწყვეტის ორიგინალურ გზას