დეტექტივის მთავარი გმირი, ინსპექტორი დანტე ბლემორი, გაზეთში ცნობილი ბიზნესმენის, რეინარდ მენსენეტის, გარდაცვალების შესახებ კითხულობს. რეინარდის ძმების თქმით, მათი ძმა მოწამლეს. ახალგაზრდა გამომძიებელი თავის დამხმარე და საუკეთესო მეგობარ დილან ბარეტთან ერთად მალევე იწყებს მკვლელობის გამოძიებას. მკვლელი მსხვერპლს პიჯაკის ჯიბეში წერილს უტოვებს, რომელშიც ნათლად მიანიშნებს, რომ მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, თუმცა შესაძლოა, ეს მხოლოდ ბლეფი იყოს. ინსპექტორი თანდათან ხვდება, რომ ეს საქმე მისთვის იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოედგინა…
ანი შამუგია დაიბადა 2004 წლის 21 სექტემბერს. 2017 წლამდე სწავლობდა თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში. 2017 წლიდან სწავლა განაგრძო თანამედროვე განათლების აკადემიაში. 2020-2021 წლებში დაწერა პირველი დეტექტივი ,,გამართლებული მკვლელობა“, რომელიც 2022 წელს გამოაქვეყნა.