მახასიათებლები
- სათაური: განაზრებანი ცოდნისა, ჭეშმარიტებისა და იდეათათვის
- ISBN კოდი:
- ავტორი: გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 1940
- ენა: ქართული
- გვერდები: 6
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 829
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ლაიბნიცი - განაზრებანი ცოდნისა, ჭეშმარიტებისა და იდეათათვის
Leibniz - Meditationes de cognitione, veritate et ideis
ქართული თარგმანის ავტორი: სერგი დანელია
iBooks© 2021 ყველა უფლება დაცულია
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: IBooks
განაზრებანი ცოდნისა, ჭეშმარიტებისა და იდეათათვის[1]
ვინაიდან დღეს სახელოვან მეცნიერთა შორის წარმოებს კამათი ჭეშმარიტ და მცდარ იდეების შესახებ და ვინაიდან ჭეშმარიტების ამ საკითხს, რომელშიაც თვით დეკარტიც კი ყოველთვის არ აკმაყოფილებს, დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მე გადავწყვიტე მოკლედ განმემარტა, თუ რა უნდა იქნეს, ჩემი აზრით, დადგინებული იდეათა და ცოდნათა განსხვავებისა და ნიშნების შესახებ. ცოდნა არის ან ბნელი (obscura) ან ნათელი (clara); ნათელი ცოდნა თავის მხრივ არის ან ბუნდოვანი (confusa) ან გარკვეული (distincta); გარკვეული ცოდნა არის ან შეუსატყვისო (inadaequata) ან შესატყვისი (adaequata), აგრეთვე - ან სიმბოლიური (symbolica) ან ინტუიტივური (intuitiva). თუ რომელიმე ცოდნა ერთსა და იმავე დროს შესატყვისიც არის და ინტუიტიურიც, ის არის უუსრულესი ცოდნა.
ბნელი არის ის ცოდნა, რომელიც წარმოდგენილი საგნის შესაცნობად არ არის საკმაო. მაგალითად, თუ მე მახსენდება რომელიმე ყვავილი ან ოდესღაც ნახული ცხოველი, მაგრამ არ შემიძლია იგი შევიცნო ისე, რამდენადაც ეს საკმარისია ან სავალდებულოა, და გავარჩიო სხვა მსგავს საგნისაგან, ან და თუ მე წარმოვიდგენ სკოლებში არა-საკმაოდ ახსნილ რომელსამე ტერმინს (მაგალითად, არისტოტელეს ენტელეხიას ან მიზეზს, რამდენადაც...