"რვეულებიდან" - ესაა დიმიტრი უზნაძის შენიშნვები და ჩანაწერები, შესრულებული 1944-დან 1949 წლამდე, რომლებიც ფსიქოლოგიის სხვადასხვა ასპექტებს ეხება, მათ შორის ავტომატიმზს, ემოციას, ქცევას, განწყობას და სხვა.
ეს ესსეი ლაიბნიცის პირველი ზრდასრული ფილოსოფიური ნაწარმოებია, რომელიც 1684 წელს გამოქვეყნდა. ლაიბნიცი ამ ესსეით, რომელიც მის შემდგომ თხზულებებში ხშირად არის ციტირებული, მედიატორად გვევლინება არნო-მალბრანშის ცნობილ დებატებში, რაც 1683 წელს არნოს ნაშრომის "Des vraies et des fausses ideés" გამოქვეყნებას მოყვა.
1714 წელს შექმნილი "მონადოლოგია" ლაიბნიცის ფილოსოფიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. 90 პარაგრაფში გერმანელი მოაზროვნე ზოგადი კონტურებით ხაზავს თავისი ფილოსოფიური სისტემის ძირითად დებულებებს და მათ არგუმენტირებას ახდენს. ეს უკიდურესად შეკუმშული ტექსტი ფილოსოფიის ერთ-ერთ შედევრად მიიჩნევა.