მახასიათებლები
- სათაური: განწყობის ფსიქოლოგია
- ISBN კოდი:
- ავტორი: დიმიტრი უზნაძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 30
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3611
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- 1. მიზანშეწონილობის პრობლემა: მექანიციზმი და ვიტალიზმი
- 2. მიზანშეწონილების პრობლემა: განწყობა
- 3. განწყობა და ადამიანი
- 4. განწყობის ცნება ბურჟუაზიულ ფსიქოლოგიაში
- 5. განწყობის სუბიექტური ფაქტორი
- 6. განწყობის ობიექტური ფაქტორი
- 7. განწყობის ცნების მცთარი გამოყენება
- ფიქსირებული განწყობა
- 1. ფიქსირებული განწყობის ცნება
- 2. ფიქსირებული განწყობის ილუზიები
- განწყობის ზოგადი ფსიქოლოგიისათვის
- განწყობის დიფერენციული ფსიქოლოგიისათვის
- განწყობა პათოლოგიურ შემთხვევებში
- 1. განწყობა და პათოლოგია
- 2. განწყობა შიზოფრენიის დროს
- 3. განწყობა ეპილეფსიის დროს
- 4. განწყობა ისტერიის შემთხვევებში
- 5. ჯანმრთელობის გაუმჯობესება და განწყობა
გადაფურცვლა
1. მიზანშეწონილობის პრობლემა: მექანიციზმი და ვიტალიზმი
ორგანიზმი როგორც მთლიანი მოქმედებს. იგი როგორც მთლიანი უპასუხებს გარემოს ზემოქმედებას; და ამის შესაძლებლობას მას, როგორც ზემოდ დავინახეთ, მისი საოცარი ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურება აძლევს . მაგრამ ამ მთლიან მოქმედებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუ რომ იგი მიზანშეწონილად წარიმართებოდა, ესე იგი, თუ რომ იგი ორგანიზმს მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და გარემოსთან საზოგადოდ უკეთ შეგუების შესაძლებლობას მისცემდა. ჩვენ ვიცით, რომ ცოცხალ ორგანიზმს სწორედ ასეთი მიზანშეწონილი მოქმედების უნარი ახასიათებს. უამისოდ იგი დაიდუპებოდა, უამისოდ სიცოცხლე საზოგადოდ შეუძლებელი იქნებოდა, უამისოდ მის მოქმედებას არავითარი აზრი არ ექნებოდა. და აი იბადება საკითხი. როგორ არის ეს მიზანშეწონილი მოქმედება შესაძლებელი? როგორ ახერხებს ორგანიზმი მას? ამ ძველადძველ საკითხზე ორი განსხვავებული პასუხი იყო დღემდე ბურჟუაზიულ მეცნიერებაში გავრცელებული. მექანისტური და ვიტალისტური. თანახმად მექანისტური შეხედულებისა, ორგანიზმის მოქმედებას წმინდა მექანიკური კანონზომიერება განსაზღვრავს: ორგანიზმი ნამდვილი მანქანაა, რომლის მუშაობაც გარედან მომდინარე ზეგავლენაზეა დამოკიდებული.
თავისი უკიდურესი გამოხატულება მექანიციზმმა დეკარტის ცნობილ შეხედულებაში ჰპოვა, რომლის მიხედვითაც ცხოველი ნამდვილ მანქანას, ავტომატს წარმოადგენს, და მისი ქცევის მიზანშეწონილობა მისი აქტიური ჩარევის გარეშე ისახება. თანამედროვე ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში მექანიციზმს განსაკუთრებით ე. წ. რეფლექსოლოგია და ბიჰევიორიზმი იცავენ. მათი რწმენით, ცხოველისა და ადამიანის ქცევის გასაგებად, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ფიზიკურ-ქიმიკური კანონზომიერების შესწავლაა საკმარისი, იმიტომ რომ ცოცხალი ორგანიზმის ქცევაც ბუნების მოვლენაა, იგი არაფერს სპეციფიკურს არ შეიცავს და, როგორც ყველაფერი ბუნებაში, ფიზიკურ-ქიმიკურ პროცესებზე უნდა იქნეს დაყვანილი. ვიტალისტური შეხედულება სულ სხვა პოზიციაზე დგას. მისი აზრით, ცხოველის...
დიმიტრი უზნაძე
დიმიტრი უზნაძე (02.12.1886-09.10.1950) - ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.