ჟურნალისტი მამაკაცი, სახელად მიკელე, ფიქრობდა, რომ ოჯახი ბედნიერი იყო, ცოლი და ქმარი ერთმანეთს ეწყობოდნენ, დროს ატარებდნენ, მოგზაურობდნენ, შვილებს ზრდიდნენ, წიგნებს კითხულობდნენ, მაგრამ ჯემამ ის ერთ დღეს, მოულოდნელად, სახლიდან მაინც გააძევა, რის გამოც ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა მამაკაცმა თავი რედაქტორის მიერ შემოთავაზებული საქმის გამოძიებას შეაფარა; მომხდარი დანაშაული პროფესიონალურად გაშიფრა და დასკვნის გამოტანაში პროკურორს თავისი კვლევები წარუდგინა. გამოძიების პარალელურად, მიკელე საყვარელ მეუღლესა და შვილებზე ფიქრს არასოდეს წყვეტდა, მათთან დაბრუნებაზე განუწყვეტლივ ოცნებობდა. საფრთხისა და ფათერაკების მოყვარულმა ჯემამ ის ამასობაში სვინგერების კლუბში მიიტყუა, სხვადასხვა შემთხვევაში გამოცადა და ერთგულება დაამტკიცებინა. ამ რომანის სახით მკითხველი სტილისტური ინტერვენციით გამორჩეულ და შეიძლება ითქვას, ერთობ უჩვეულო ნიმუშს გაეცნობა.
ტომაზო სოლდინი დაიბადა ქ. ლუგანოში 1976 წლის 21 სექტემბერს. სწავლობდა ლუგანოსა და ლუცერნის სკოლებში. დაამთავრა ფრაიბურგის უნივერსიტეტის სალიტერატურო ფაკულტეტის. ერთი წელი გაატარა ნიუ-იორკში, სადაც 2003 წელს, ერაყის ომამდე ცოტა ხნით ადრე, მონაწილეობა მიიღო დიდი მნიშვნელობის პაციფისტურ დემონსტრაციაში. მას შემდეგ ძალადობის თემა თავისი შემოქმედების მთავარ ხაზად აქცია და აქტიურობს კიდეც მისი აღმოფხვრის საქმეში.