iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

გასაღები რძეში

ავტორი: ალექსანდრე ჰმინე

2021 წელი | გამომცემელი: საქართველოს აკადემიური გამომცემლობა

მთარგმნელი: მაია ტურაბელიძე

რომანი, თანამედროვე, თარგმანი

ფორმატები: pdf
508
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია

რომანში მწერალი ფრაგმენტული თხრობით გადმოსცემს თავის ცხოვრებას: ბავშვობის თამაშებს, ადამიანებთან ურთიერთობას, რელიგიურ დღესასწაულებს, გატაცებას ფეხბურთით, ჩოგბურთით, ჰოკეით; არდადეგებს კასაბლანკაში ატარებს – ქალაქში, რომელსაც გმირი პირველად ათი წლის ასაკში სტუმრობს და რომელიც დაუყოვნებლივ იწვევს მასში დეზორიენტაციასა და უარყოფის გრძნობას. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია მშობლიურ ქვეყანად მიაჩნია, ის საკუთარი ვინაობის შესახებ კითხვების დასმას თავს მაინც ვერ არიდებს, პასუხებსაც ვერ პოულობს და მკითხველსაც ბოლო გვერდამდე ასეთივე შეგრძნებას უტოვებს.

მახასიათებლები
გადაფურცვლა
ალექსანდრე ჰმინე
ალექსანდრე ჰმინე

ალექსანდრე ჰმინე დაიბადა ქალაქ ლუგანოში, 1976 წელს. დაამთავრა პავიის უნივერსიტეტის ლიტერატურული ფაკულტეტი. მუშაობდა შვეიცარიის რადიოტელევიზიის იტალიურენოვანი კომპანიის RSI-ის რედაქტორად, თანამშრომლობდა ყოველკვირეულ ჟურნალ „აციონესთან“, 2004 წლიდან ასწავლის იტალიურ ენასა და ლიტერატურას კანტონის სხვადასხვა სასწავლებელში, 2011 წლიდან კი – ქალაქ ლუგანოს პირველ ლიცეუმში.