მახასიათებლები
- სათაური: ღამის შუქურები
- ISBN კოდი: 978-9941-496-05-9
- ავტორი: ემი ლიპტროტი
- გამომცემელი: კლიო
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 302
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 829
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- პროლოგი
- 1. საძოვარი
- 2. მიწისძვრები
- 3. ფლოტა
- 4. ლონდონ-ფილდსი
- 5. ველოსიპედით სეირნობა ღამით
- 6. გადაფრენა
- 7. განადგურებული
- 8. განკურნება
- 9. დრეიფი
- 10. შემოღობვა
- 11. ამბრა
- 12. მიტოვებული კუნძულები
- 13. დოლის სეზონი
- 14. მეღალღე რძალი
- 15. როუზ-კოტეჯი
- 16. პაპაი
- 17. „მხიარული მოცეკვავეები“
- 18. ნორთ-ჰილი
- 19. ონლაინ
- 20. ზღვაში ცურვა
- 21. ჰოლმი
- 22. პირადი გეოლოგია
- 23. ტრიდუანა
- 24. ფერის კუნძული
- 25. კოცონი
- 26. წყალქვეშ
- 27. გამორიყვა
- 28. ენერგიის განახლებადი წყარო
გადაფურცვლა
პროლოგი
შვეულმფრენის პროპელერები გაუჩერებლად ტრიალებს. კუნძულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ინვალიდის ეტლით მოჰყავთ ახალგაზრდა ქალი ჩვილით ხელში, მამაკაცთან შესახვედრად, რომელსაც მოპირდაპირე მხრიდან ასევე ინვალიდის ეტლით დამაშოშმინებელ პერანგში გახვეულს მოაგორებენ.
იმ დღეს, 28 წლის ქალ-ვაჟს ახლომდებარე პატარა საავადმყოფოში მკურნალობდნენ. ქალს პირველი შვილის გაჩენაში ეხმარებოდნენ, ნერვული აშლილობის მქონე მამაკაცი კი, რომელიც გამუდმებით ყვიროდა, გააკავეს და დამამშვიდებელი წამლებით დააშოშმინეს.
ორკნი — შოტლანდიის ჩრდილოეთით, ჩრდილოეთის ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის მოქცეული, წყლისა და ქარის მუდმივი შემოტევის სამიზნედ ქცეული კუნძულების ჯგუფი — გამართული მომსახურების სფეროთი გამოირჩევა: არის საავადმყოფო, აეროპორტი, კინოთეატრი, ორი საშუალო სკოლა, სუპერმარკეტი. მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი დაწესებულება არ გააჩნია — ისეთი ავადმყოფებისთვის, რომლებიც საკუთარ თავსაც საფრთხეს უქმნიან და სხვებსაც. როცა ვინმეს კანონით გათვალისწინებული ფსიქიკური სნეულება აღმოაჩნდება, სამხრეთით, აბერდინში გადაჰყავთ.
თუ ზემოდან, თვითმფრინავიდან გადმოხედავთ, რომელსაც ხან მენავთობეები გადაჰყავს საბურღ კოშკურამდე და ხან საფოსტო ტომრები გადმოაქვს კონტინენტური შოტლანდიიდან, აეროპორტის ასაფრენი ბილიკი ღარივით მოჩანს მოშიშვლებული, უტყეო ლანდშაფტის ფონზე. როცა ძლიერი ქარი ამოვარდება ან აქაურობას ნისლი მოედება ხოლმე, აეროპორტს რამდენიმე დღით კეტავენ. სწორედ აქ, კუნძულების დაბლობსა და უკიდეგანო ცას შორის, ავიადისპეტჩერების თვალწინ, გამგზავრებისა და დაბრუნების ყოველდღიური დრამები თამაშდება.
მაისის ამ საღამოს, როცა ღამით ზიზილები ფურცლებს კეცავენ, კაირები და სამთითა თოლიები კლდეებს ბარტყებისთვის მონადირებული გველთევზებით უბრუნდებიან, ხოლო ცხვრებს რიყის ქვის კედლებიან (რომელსაც აქ დაიკებს ეძახიან) სადგომში აბინავებენ, ჩემი ამბავიც იწყება....
ემი ლიპტროტი
ემი ლიპტროტი ახალგაზრდა ბრიტანელი ჟურნალისტი და მწერალია. მან არაერთი პროფესია გამოიცვალა, თუმცა პარალელურად თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემასა და ბლოგთან. მიენიჭა Wainwright Prize — ყოველწლიური ლიტერატურული პრემია ბუნებასა და დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ამსახველი საუკეთესო ნაწარმოებისთვის და PEN Ackerley Prize — ინგლისის პენ-კლუბის ყოველწლიური პრემია ავტობიოგრაფიული ლიტერატურისთვის.