iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

მასების ამბოხი

ხოსე ორტეგა ი გასეტ

„მასების ამბოხი“ ხოსე ორტეგა ი გასეტის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც წიგნად 1929 წელს გამოქვეყნდა (მანამდე სტატიების სახით იბეჭდებოდა გაზეთში El Sol) და ოცზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. ავტორი ევროპის უახლესი ისტორიის განხილვის საფუძველზე აგებს ადამიანი-მასის კონცეფციას, „ბრბოსი“, რომელმაც ადამიანის აქტივობის ყველა სფეროში შეაღწია, ეხება მიზეზებს, რომლებმაც ასეთ ადამიან-მასათა უმრავლესობის მიერ უმცირესობის გაძევება გამოიწვია. წიგნის მეორე ნაწილი ერების წარმოშობის მიზეზებსა და მათი განვითარების გზებს იკვლევს.

5.00ლარი

დასავლური ფილოსოფიის ისტორია. წიგნი II

ბერტრან რასელი

ბერტრან რასელის "დასავლური ფილოსოფიის ისტორიის" მეორე წიგნი მოიცავს ათსაუკუნოვან პერიოდს და მასში განხილულია ის, რასაც ავტორი "კათოლიკურ ფილოსოფიას" უწოდებს, დაწყებული ეკლესიის მამებიდან (წმ. ავგუსტინე, პელაგიუსი, წმ. ბენედიქტე და გრიგოლ დიდი), მაჰმადიანური კულტურის გავლით დომინიკელებისა და ფრანცისკანელების ჩათვლით. ავტორი ასევე ეხება იოანე სკოტის, უილიამ ოკამელის და თომა აკვინელის ფილოსოფიას.

4.99ლარი

ფსიქოანალიზის შესავალი

ზიგმუნდ ფროიდი

ფროიდს არასოდეს შეუქმნია რეალური სახელმძღვანელო. მაგრამ „ფსიქოანალიზის შესავალი“ უდავოდ ყველაზე ახლოს არის ასეთ ტექსტთან. ფსიქიკური პროცესების მის მიერ აღმოჩენილი ძირითადი კანონები, განსაკუთრებით, არაცნობიერი, ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი მრავალი შედარების, ამბისა და სამედიცინო ისტორიის ამონარიდის გამოყენებით ფსიქოანალიტიკური კვლევის სამ კლასიკურ მიმართულებაზე დაყრდნობით – ესენია შეცდომები, სიზმრები და ნევროზული სიმპტომები. ხიბლი, რომელიც, როგორც ამბობენ, ფროიდის ლექციების სტილს ახასიათებდა, ნაბეჭდ ტექსტსაც მსჭვალავს: იმდროინდელ მსმენელთან გამართული დიალოგი დღესაც ცოცხლად იკითხება. ფაქტობრივად, „შესავალი“, მისი აზროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, დღემდე რჩება ფსიქოანალიზის დამფუძნებლის ყველაზე მოთხოვნად ნაშრომად.

4.99ლარი

დასავლური ფილოსოფიის ისტორია. წიგნი I

ბერტრან რასელი

ბერტრან რასელის „დასავლური ფილოსოფიის ისტორია“, რომელიც დღემდე ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფილოსოფიურ ნაშრომად, წარმოადგენს დასავლური ფილოსოფიის გადმოცემას სოკრატემდელი ეპოქიდან მეოცე საუკუნემდე და მოიცავს არა მხოლოდ საკუთრივ ფილოსოფიას, არამედ შესაბამისი ეპოქებისა და ისტორიული კონტექსტის ანალიზს. წიგნი მსუბუქად და ყველასათვის გასაგებად არის დაწერილი, თუმცა, იმავდროულად, ფილოსოფიური პოპ-პუბლიკაციებისგან განსხვავებით, რეალურ და მაღალი ხარისხის ცოდნას იძლევა, რაც უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ის საინტერესო იქნება არა მხოლოდ სტუდენტებისა და ამ სფეროს პროფესიონალების, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც დასავლური ფილოსოფიური აზრის განვითარებით არის დაინტერესებული. აქ შემოთავზებულია ნაშრომის პირველი ნაწილი – „ანტიკური ფილოსოფია“.

4.99ლარი

დასავლური ფილოსოფიის ისტორია. წიგნი III

ბერტრან რასელი

ბერტრან რასელის „დასავლური ფილოსოფიის ისტორიის“ მესამე წიგნი მოიცავს პერიოდს მეთვრამეტე საუკუნიდან მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე და მასში განხილულია ის, რასაც ავტორი „თანამედროვე ფილოსოფიას“ უწოდებს, დაწყებული დევიდ ჰიუმიდან და ლოგიკური ანალიზის ფილოსოფიით დასრულებული. სწორედ ამ უკანასკნელ სკოლას მიაკუთვნებს ავტორი საკუთარ თავსაც.

4.99ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

რომანი დაფუძნებულია ისლანდიელი პროტესტანტი პასტორის, იოუნ სტეინგრიმსონის ლეგენდარულ წერილებზე, რომლებსაც ფეხმძიმე ცოლს, ტორუნს სწერდა. ქალის პირველი ქმრის მკვლელობაში ბრალდებული პასტორი ვულკანის საშინელი ამოფრქვევების შედეგად განადგურებულ ისლანდიის ველებზე დაეხეტება და მღვიმეს აფარებს თავს; გაუკაცრიელებული პეიზაჟის ფონზე, ფერფლის ნაცრისფერი ღრუბლებისა და ლაპილების გარდა, ის აღმოაჩენს ბუნების გაღვიძების არაჩვეულებრივ სილამაზეს და გადაეყრება უცნაურ მგზავრებს, რომლებიც, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ახალი ცხოვრების იმედს უღვიძებენ და იმ დროზე დააფიქრებენ, როდესაც ტორუნს ჩაეხუტება და ახალშობილ პირმშოს ხელში აიყვანს. პასტორი იოუნი რეალური პიროვნება იყო და მისი ეპიკური ისტორია ისლანდიაში ყველამ იცის, წერილების შინაარსი თაობიდან თაობას გადაეცემა, ჰყვებიან, განიცდიან, თანაუგრძნობენ. მწერალმა ამ ისტორიის თავისებური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა.

იოუნი
2.99ლარი

იოუნი

ოფეიგურ სიგურდსონი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ყველაფერი იწყება იმით, რომ იზაბელე რთული ხასიათის ბიჭს იშვილებს. ახალი წევრის შემოსვლა არღვევს ოჯახის მყიფე წონასწორობას, წარმოაჩენს ღრმა კრიზისს და მკითხველი ამ ოჯახის რღვევის მოწმე ხდება. რომანი შეუმჩნევლად აპარებს მკითხველს დიდ საფიქრალს. დასაწყისში სადა და უბრალო თხრობის სტილი სინამდვილეში საკმაოდ ორაზროვანია. ამ ოჯახში მიმდინარე პროცესების შედეგები მოგვიანებით საცნაურდება და საბოლოოდ, მკითხველი ამაღელვებელი, შთამბეჭდავი და ღრმა ფსიქოლოგიური დრამის მოწმე ხდება.

სულჩადგმული მარმარილო
2.99ლარი

სულჩადგმული მარმარილო

ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წიგნში სამეცნიერო-პოპულარული ენით მოთხრობილია ისლამური ახლო აღმოსავლეთის დასავლეთთან ურთიერთობაზე და ამ ურთიერთობის თოთხმეტსაუკუნოვანი ისტორიის საკვანძო მომენტებზე. ავტორი ცდილობს მკითხველთან ერთად ობიექტურად მიადევნოს თვალი იმ ისტორიულ მიზეზებს, რამაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჭიდილში აღმოსავლეთი და ისლამური ცივილიზაცია უპირატესი პოზიციიდან დღევანდელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისებამდე და საყოველთაო მარცხისა და გატეხილი მორალური სულისკვეთების განცდამდე მიიყვანა.

რომანში მოქმედება აღმოსავლეთის წმინდა ყვავილით — ტიტებით სავსე შუა საუკუნეების სტამბოლში ხდება და მოგვითხრობს ოსმანთა სამეფო კარის მსახურის — ყარა შაჰინის ამბავს, რომელიც ქორწინების დღეს საყვარელ ადამიანს კარგავს და თავადაც ძლივს აღწევს თავს საშინელ განსაცდელს. ამის შემდეგ მისი მიზანი დანაკარგის საიდუმლოს ამოხსნა ხდება, თუმცა, როგორც ტიპურ სათავგადასავლო-ავანტიურისტულ რომანს შეეფერება, „გლოვის წვეთშიც“ პარალელურად სხვა საინტერესო და დაძაბული სიუჟეტური ხაზებიც ვითარდება.

გლოვის წვეთი
2.99ლარი

გლოვის წვეთი

ისქენდერ ფალა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„ჩვენი აზრით, მკითხველმა, რომელიც სიყვარულს არ იცნობს, ეს წიგნი საერთოდ არ უნდა წაიკითხოს, რადგან დარწმუნებული ვარ, როგორი გამოცდილიც უნდა იყოს მწერალი სიყვარულის საკითხში, როგორი სარწმუნო რამეებიც უნდა თქვას, თუ წიგნის თემა განშორება, სევდა და ტკივილია, რაც ყველას ემძიმება, ვერავის დააჯერებს, რომ სიყვარულის შესახებ შესაძლოა, რაიმე საინტერესო გვითხრას

ამ წიგნში წარმოდგენილი კრისტიან კრუსატის ექვსი მოთხრობა მკითხველს ამოგზაურებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, დაწყებული ხმელთაშუაზღვის სანაპიროს მშრალი პეიზაჟებიდან, დამთავრებული გენიალური სერბი მწერლის, მილორად პავიჩის წიგნის გვერდებით. წერის განსაკუთრებული სტილის წყალობით მწერალი თავის პერსონაჟებს მიუძღვება შიშის, ეჭვებისა და სურვილების უფსკრულებისკენ, რომლებიც ჩვენს თანამედროვე ყოფას ქმნიან. 2013 წელს წიგნმა ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი მიიღო.

ბავშვთა პროსტიტუციის საკითხი, რომელიც თანამედროვე მონათმფლობელობის უმძიმეს ფორმას წარმოადგენს, დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ჭირია. „გოგონა და მესიზმრე კაცი“ მოურიდებლად, უშიშრად გვიყვება ამ პრობლემის არაერთ ასპექტზე და, მწერლის არაჩვე­ულებრივი ლიტერატურული ოსტატობის წყალობით, რომანს დიდი ლიტერატურის მრავალშრიან, წინააღმდეგობრივი შუქ-ჩრდილებით სავსე, დაუვიწყარ ნიმუშად გადააქცევს. თარგმანი მთელ ამ ნიუანსებს ადეკვა­ტურად ასახავს და წიგნი ქართველი მკითხველისთვისაც ორიგინალის სადარი შთაბეჭდილებით იკითხება.

მიყრუებული სოფელი ხეების ჩრდილში... დეიდა, რომელიც წარსულზე არ საუბრობს და სახლი, სადაც ყველაფერი უცხო და უინტერესოა თავის თავში ჩაკეტილი, მარტოსული ობლისთვის - ეს ის სამყაროა, რომელშიც მაია მოულოდნელად აღმოჩნდება... როგორც კი წამოიზრდება, მაია ტოვებს სოფელს და შორეულ ქალაქში გადადის საცხოვრებლად. ერთ დღეს კი პატარა შვილთან ერთად დედის სამშობლოში მიემგზავრება, რათა დაკარგული ფესვები მოძებნოს... „ოდესღაც რბილ ბალახზე დავრბოდი თურმე“ ახალგაზრდა ავსტრიელი მწერლის, კაროლინა შუთის მეორე რომანია, რომელმაც 2015 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი მიიღო.

წიგნის გმირი 30 წლის ასაკში ლონდონური ხმაურიანი საღამოებისა და ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ შინ — ორკნის კუნძულებზე ბრუნდება. იგი ცდილობს თავი დააღწიოს სასმელზე დამოკიდებულების მავნე ჩვეულებას და ჯანსაღ ცხოვრებას დაუბრუნდეს. თუმცა წარსულის დავიწყება იოლი არ არის — ზღვის ტალღების ხმა, კუნძულის კლდოვან ნაპირებს რომ ეხეთქება, მას ისევ ლონდონში აბრუნებს და გადატვირთული ქუჩების ხმაურს აგონებს, ზღვაზე არეკლილი მზის სხივები კი — ღამის კლუბების ნეონებს... მისი ორი სამყარო ერთმანეთზეა გადახლართული. ახალგაზრდა ქალი ცდილობს გაერკვეს, ეს ცხოვრების ორი უკიდურესობაა თუ რეალობასთან ურთიერთობის განსხვავებული გზები...