მახასიათებლები
- სათაური: მოგზაურობისა და უდაბნოს მოკლე თეორია
- ISBN კოდი: 978-9941-496-00-4
- ავტორი: კრისტიან კრუსატი
- გამომცემელი: კლიო
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 46
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 680
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- ნაკვეთები
- ლენა თავისი მოთხრობის მკითხველს (დაკარგული ნაბიჯების ოთახი)
- ალიენი
- შუაღამის მზე
- დუალიზმები სამვარსკვლავიან ხმელთაშუაზღვისპირა საღამოს
- მოგზაურობისა და უდაბნოს მოკლე თეორია
გადაფურცვლა
ნაკვეთები
შემცბარი და ოფლად დაღვრილი ვიღვიძებ. ჩემი სხეულის მარცხენა ფლანგთან ნოლასა და ჰეიზელს ისევ ერთმანეთის გვერდით სძინავთ. ნელ-ნელა ვხვდები, რომ იმ უკაცრიელი ადგილიდან ბრუნდებიან, სადაც, შესაძლოა, ერთმანეთს შეხვდნენ ამ ხვრინვებს შორის, თუმცა, განსაკუთრებული ინტერესის გარეშე და თან ბოროტად და გაბრაზებულად მირტყამენ ფეხებს წელსქვევით.
– მგონი, ისევ ის სიზმარი ვნახე, – ვაცხადებ ხმამაღლა, თუმცა, ვიცი, რომ ეს არავის ანაღვლებს.
ვერაფერს ვხედავ. გაჭირვებით ვდგები საწოლიდან და ისინიც ამას წამსვე საკუთარი სივრცის გასაფართოებლად, ანუ ჩემი ადგილის დასაკავებლად იყენებენ, როგორც ორი და, რომლებიც თავიანთი მშობლების ცარიელ საწოლში ნებივრობენ. არ ვიცი, რომელი საათია, მაგრამ ჩემი მიძინებული შეგრძნებების მიხედვით (ამ დროს ჩემი ნერვული კავშირები ჯავშნიანი იზოლაციის ოთახისკენ მიედინება, დიდი კორპის ფილებით რომ არის მოპირკეთებული) ვვარაუდობ, რომ ღამის იმ მკვდარ ზონაში უნდა ვიმყოფებოდე, დილის სამიდან ხუთ საათამდე შუალედში რომ დგება. პერანგზე ღილების შეკვრით თავს არ ვიწუხებ და გვერდებზე ხელების ფათურით ვრწმუნდები, რომ თამბაქოს შეკვრა ისევ თავის ადგილზეა.
ვარაუდით მივიკვლევ გზას კარისკენ. ზეწრები იატაკზეა მიმოყრილი, რადგან ამ დახუთულ ატმოსფეროში ისინი არავის სჭირდება. მას შემდეგ, რაც უდაბნოში ვცხოვრობთ, წამოდგომის დროს ჩემს მუხლებს სულ ტკაცანი გააქვს და შიგნიდან ჩხვლეტასაც ვგრძნობ. პრეტენზიების გარეშე ვბერდები: თრი-მაილ-აილენდის, წითელი ვერცხლისწყლისა და აზბესტის მიღმა. მიძინებული ინტუიციით ვარიდებ თავს რამდენიმე ჭიქას, რომელიც იატაკზე დევს, თან იდაყვებით და ზურგით ვეხახუნები ლინოლეუმის კედლებს, მაგიდასა და პლასტმასის სკამებს. რაღაც მომენტში მეჩვენება, რომ ერთ-ერთი მათგანი საწოლზე ჩამომჯდარა, თან წელში გასწორებულა, თითქოს უჩინარ ფორტეპიანოზე დაკვრას აპირებსო, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება... და უკვე აღარასდროს მოხდება.
არ ვიცი, რამდენი დღეა გასული, რაც ამ ფურგონში ვარ გამოკეტილი და მზე თვალითაც არ მინახავს....
კრისტიან კრუსატი
კრისტიან კრუსატი ახალგაზრდა ესპანელი მწერალია. დაიბადა 1983 წელს ქალაქ მარბელაში. პროფესიით ლიტერატურის თეორეტიკოსია. ცხოვრობდა საფრანგეთში, მაროკოში, ნიდერლანდებში. პერიოდულად სხვადასხვა ესპანურენოვან გამოცემაში ლიტერატურის შესახებ ესეებს, თარგმანებს და წერილებს აქვეყნებს. ამჟამად მოღვაწეობს უცხოეთში და უცხოელებს ესპანურ ენას ასწავლის.