iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

გლოვის წვეთი

ავტორი: ისქენდერ ფალა

2021 წელი | გამომცემელი: კლიო

მთარგმნელი: ნანა ჯანაშია

თარგმანი, რომანი, სათავგადასავლო

ფორმატები: pdf
561
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია

რომანში მოქმედება აღმოსავლეთის წმინდა ყვავილით — ტიტებით სავსე შუა საუკუნეების სტამბოლში ხდება და მოგვითხრობს ოსმანთა სამეფო კარის მსახურის — ყარა შაჰინის ამბავს, რომელიც ქორწინების დღეს საყვარელ ადამიანს კარგავს და თავადაც ძლივს აღწევს თავს საშინელ განსაცდელს. ამის შემდეგ მისი მიზანი დანაკარგის საიდუმლოს ამოხსნა ხდება, თუმცა, როგორც ტიპურ სათავგადასავლო-ავანტიურისტულ რომანს შეეფერება, „გლოვის წვეთშიც“ პარალელურად სხვა საინტერესო და დაძაბული სიუჟეტური ხაზებიც ვითარდება.

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
ისქენდერ ფალა
ისქენდერ ფალა

ისქენდერ ფალა თანამედროვე თურქი ავტორია. დაიბადა 1958 წელს ქალაქ უშაქში. 1979 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი. 1983 წელს დაიცვა დისერტაცია, რომლის თემა შუასაუკუნეების ოსმანური ე.წ. დივანის ლიტერატურა გახლდათ. სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ისქენდერ ფალა ავტორია ისტორიულ-სათავგადასავლო ჟანრის რომანებისა, რომლებიც თურქეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს და გამოსვლისთანავე ბესტსელერებად იქცევა.