iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

ოდესღაც რბილ ბალახზე დავრბოდი თურმე

ავტორი: კაროლინა შუთი

2021 წელი | გამომცემელი: კლიო

მთარგმნელი: ქეთევან ნიკოლაძე

თანამედროვე, თარგმანი, რომანი

ფორმატები: html, pdf, epub, mobi
903
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია

მიყრუებული სოფელი ხეების ჩრდილში... დეიდა, რომელიც წარსულზე არ საუბრობს და სახლი, სადაც ყველაფერი უცხო და უინტერესოა თავის თავში ჩაკეტილი, მარტოსული ობლისთვის - ეს ის სამყაროა, რომელშიც მაია მოულოდნელად აღმოჩნდება... როგორც კი წამოიზრდება, მაია ტოვებს სოფელს და შორეულ ქალაქში გადადის საცხოვრებლად. ერთ დღეს კი პატარა შვილთან ერთად დედის სამშობლოში მიემგზავრება, რათა დაკარგული ფესვები მოძებნოს... „ოდესღაც რბილ ბალახზე დავრბოდი თურმე“ ახალგაზრდა ავსტრიელი მწერლის, კაროლინა შუთის მეორე რომანია, რომელმაც 2015 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი მიიღო.

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
კაროლინა შუთი
კაროლინა შუთი

კაროლინა შუთი დაიბადა 1976 წელს ავსტრიაში, ქალაქ ინსბრუკში, სადაც დღემდე ცხოვრობს. დაამთავრა გერმანული ფილოლოგიის, ასევე ანგლისტიკისა და ამერიკათმცოდნეობის ფაკულტეტები. აქვს უმაღლესი მუსიკალური განათლება. სადოქტორო ნაშრომი ელიას კანეტის შესახებ დაიცვა. სამწერლო მოღვაწეობის პარალელურად ხელმძღვანელობს ლიტერატურულ ღონისძიებებსა და ინტერდისციპლინარულ პროექტებს, მუშაობს ნაფიც მსაჯულად, ატარებს ლექციებს.