iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სიკვდილი ბაბილონში, სიყვარული სტამბოლში

ავტორი: ისქენდერ ფალა

2020 წელი | გამომცემელი: კლიო

მთარგმნელი: ნანა ჯანაშია

თარგმანი, რომანი, სათავგადასავლო

ფორმატები: pdf
759
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია

„ჩვენი აზრით, მკითხველმა, რომელიც სიყვარულს არ იცნობს, ეს წიგნი საერთოდ არ უნდა წაიკითხოს, რადგან დარწმუნებული ვარ, როგორი გამოცდილიც უნდა იყოს მწერალი სიყვარულის საკითხში, როგორი სარწმუნო რამეებიც უნდა თქვას, თუ წიგნის თემა განშორება, სევდა და ტკივილია, რაც ყველას ემძიმება, ვერავის დააჯერებს, რომ სიყვარულის შესახებ შესაძლოა, რაიმე საინტერესო გვითხრას. ...მრავალი ისტორიული ხელნაწერები გადავქექე და ძველი სასიყვარულო ამბები წარმოსახვაში გამოვაწყვე. როცა ტრფობის სიღრმეში კოსმოსში გამავალი მაღალი ჭიშკრის საიდუმლოებანი დავინახე, გადავწყვიტე, მკითხველისთვის გამეზიარებინა ის თავგადასავლები, რომელთა მომსწრეც ისტორიის დერეფნებში გავხდი.“ ავტორი

მახასიათებლები
გადაფურცვლა
ისქენდერ ფალა
ისქენდერ ფალა

ისქენდერ ფალა თანამედროვე თურქი ავტორია. დაიბადა 1958 წელს ქალაქ უშაქში. 1979 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი. 1983 წელს დაიცვა დისერტაცია, რომლის თემა შუასაუკუნეების ოსმანური ე.წ. დივანის ლიტერატურა გახლდათ. სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ისქენდერ ფალა ავტორია ისტორიულ-სათავგადასავლო ჟანრის რომანებისა, რომლებიც თურქეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს და გამოსვლისთანავე ბესტსელერებად იქცევა.