მახასიათებლები
- სათაური: სულჩადგმული მარმარილო
- ISBN კოდი: 978-9941-496-07-3
- ავტორი: ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტე
- გამომცემელი: კლიო
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 109
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 593
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- სოროები
- ხაფანგი
- მესამე
- შეწირვა
- ბევრი აბრეშუმი თმებში და ყველგან
- სახლები
გადაფურცვლა
ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტე
სულჩადგმული მარმარილო
ლიეტუვურიდან თარგმნა ნანა დევიძემ
სარჩევი
სოროები
ხაფანგი
მესამე
შეწირვა
ბევრი აბრეშუმი თმებში და ყველგან
სახლები
სოროები
ბიჭი გზატკეცილს მიუყვებოდა.
ბალახებში დასავლეთისკენ გაჭრილი გზა ალესილ დანასავით ლაპლაპებდა. ღრუბელთა უზარმაზარი ჩრდილები თავსა და მხრებზე გორა-გორა გადაუდიოდა. ეჩვენებოდა, მანქანების ჩუმი შრიალი ტვინში ორთქლის ბუღს უტოვებდა. აგვისტოს მბზინავი, მსუყე, ცვრიანი ბალახი ფეხებს უსველებდა. საკმარისი იყო გზატკეცილიდან ოდნავ გადაეხვია და იმ ადგილს მიადგებოდა. დიახ, სწორედ აქ ცხოვრობდა ის, ასე: ასფალტსა და ცას შორის გამოკიდებული. არაფრის გახსენება არ სურდა, მოგონებებს ებრძოდა, მაგრამ წარსულის მომაბეზრებელი აჩრდილები მიყუჩებული ხმაურივით შერჩენოდა მეხსიერების იდუმალ კუნჭულებს.
ბიჭს მოეჩვენა, თითქოს ახლა დაიბადა ვიღაცის წარმოსახვაში და სროლასავით გახმიანდა გზატკეცილის ზემოთ, რომელსაც კამარად ედგა მზის ფერადი გარსის ქვეშ მოგვირგვინებული ტყეთა კენწეროები. ეს სინათლე თვითონ არაფერში სჭირდებოდა, ის მასში ლივლივებდა, მთლიანი და მსუბუქი, როგორც მტვრის კოლტი.
თითქოს ვიღაცას საგანგებოდ და ერთდროულად შეექმნა თავად ის და მისი მიზანიც. და ახლა ისე მიიწევდა წინ, ვერ გაეგო, საით და რატომ მიდიოდა. თუმცა ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში მასში მწიფდებოდა, ამჯერად უკვე იცოდა, რაც იყო და იმას ასდევნებოდა.
სხვა გზა არ ჰქონდა, უბრალოდ უნდა დამორჩილებოდა სწრაფვას, რადგანაც ამ ჭარბ ნათელში მას წინასწარვე ეპატიებოდა ყველაფერი.
მზეზე გავარვარებული ქვები ბალახში ფეთქავდნენ. ის სუნი გაიხსენა... მხურვალე სხეულის სუნი. როცა სამზარეულოში საღამოხანს იმას ყელის ნაკეცებში ჩაუყო ცხვირი... პირველად მაშინ იგრძნო ნერვიული, მხურვალე, ჩუხჩუხა სისხლის ბილიკის გამალებული დენა.
– რა, რა გინდა, რაშია საქმე? – აჩურჩულდა მაშინ ის, ოღონდ...
ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტე
ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტე დაიბადა 1976 წელს ვილნიუსში. სწავლობდა ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემიაში სატელევიზიო რეჟისურის სპეციალობით, მაგრამ მალევე მიატოვა და სწავლა ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა. მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალში. მისი პირველი რომანი „სულჩადგმული მარმარილო“ გამოიცა 2006 წელს.