მახასიათებლები
- სათაური: გოგონა და მესიზმრე კაცი
- ISBN კოდი:
- ავტორი: დაჩა მარაინი
- გამომცემელი: კლიო
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 259
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1006
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- 23
- 24
- 25
- 26
- 27
- 28
- 29
- 30
- 31
- 32
- 33
- 34
- 35
- 36
- 37
- 38
- 39
- 40
- 41
- 42
- 43
- 44
- 45
- 46
- 47
- 48
- 49
- 50
- 51
- 52
- 53
- 54
- 55
- 56
- 57
- 58
- 59
- 60
გადაფურცვლა
1
ნისლისაგან თითქმის წაშლილ გზას აჩქარებით მივუყვები. მშრალი და ავი ქარი სუნთქვას მიკრავს, ქუთუთოებს მახუჭვინებს. სადა ვარ? — ვეკითხები საკუთარ თავს, — და საით მივდივარ? მგონი, ვიცანი, ჩემგან მარცხნივ გაყოლებაზე ხვიარით დაფარული, კიდეებჩამომტვრეული აგურის ყორე და გზა, რომელიც იმ სკოლისაკენ მიდის, სადაც მე ვასწავლი. ორი მეტრის იქით ვეღარაფერს ვხედავ. ქარისა და ნისლის კედელს შეჭიდებული, წინ წვალებით მივიწევ. მოულოდნელად, ლამის ვეჯახები გოგონას, რომელიც მკვირცხლად მიაბიჯებს და წითელ პალტოში ჩაფუთნულს, გრძელი და თეთრი კისერი მოუჩანს. პირს ვაღებ, რომ ვუთხრა: მაპატიეთ-მეთქი და გვერდი ავუქციო, მაგრამ გაოცებული ვჩერდები, ვაკვირდები წითელ პალტოს, კეფაზე ცხენის კუდივით გამოკრულ წაბლისფერ თმას — რამდენიმე უწესრიგოდ გამოშვერილი ქერა ლოკონს, ცოტა აცაბაცა, რწევით სიარულს და... კი მაგრამ, ეს ხომ ჩემი ქალიშვილია?! — და ვეძახი: „მარტინა!“ ვხედავ, შუა ტროტუარზე მყისიერად ჩერდება, თითქოს ქვა მესროლოს.
გოგონა ჩემკენ აბრუნებს თავს და ღიმილით, ისე, რომ ტუჩებს არ ამოძრავებს, მაკვირდება. არა, მარტინა არ არის, — ვფიქრობ იმედგაცრუებული. არადა, რაღაცით ჰგავს, მაგრამ რითი? აჰ, რა თქმა უნდა, სიარულით: გოგონა მარტინასავით ადგამს ნაბიჯებს, მე რომ ხუმრობით „ბატიფეხურს“ ვეძახდი: ფეხის წვერებით განზე, მტკიცე, მაგრამ ცოტა მოღრეცილი ნაბიჯებით. დიდი თვალები აქვს, გაურკვეველი ფერისა, არც მთლად მწვანე და არც ცისფერი. მეჩვენება თუ დამცინის, მიწვევს? ვერ გამიგია. ნათელი მზერა აქვს და შეუპოვარი, იმ პატარა გოგონასი, ზრდასრულად რომ მოაქვს თავი. პატარა ალისა, გავიფიქრე, და თვალწინ წარმომიდგა საოცრებათა ქვეყნის გოგონა, სარკეებს მიღმა რომ უჩინარდება და ყველაზე ღრმა ჭაშიც კი უშიშრად ეშვება.
ის იყო, დავაპირე მეთქვა: დღე მშვიდობისა-მეთქი, როგორც ჩემს ქალიშვილს ვეუბნებოდი ხოლმე, როცა დილაობით ვარდისფერ კიმონოში გახვეულს ვხედავდი და მოწიწების ნიშნად, მოუქნელად და ბურატინოსებურად მოხრილი, ასე ვესალმებოდი: „დღე მშვიდობისა, პატარა ქალბატონო, მოვემზადოთ სკოლაში წასასვლელად?“ — რომ ვხედავ,...
დაჩა მარაინი
დაჩა მარაინი (13.11.1936) სახელგანთქმული იტალიელი პროზაიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი, პოეტი, სცენარისტი, დრამატურგი, კინოდოკუმენტალისტი და მთარგმნელია. მისი შემოქმედება მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი; გახლავთ არაერთი ეროვნული და საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატი; მინიჭებული აქვს უცხოეთისა თუ იტალიის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორის წოდება; 2014 წელს წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.