მახასიათებლები
- სათაური: ღვთაებრივი ღვინო
- ISBN კოდი: 978-9941-888-77-8
- ავტორი: ხოსე ორტეგა ი გასეტ
- გამომცემელი: აქტი
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 10
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 885
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
1. ღვთაებრივი ღვინო
2. ტიციანის „ბაკქანალია“
3. პუსენის "ბაკქანალია"
4. ველასკესის „ლოთები“
შენიშვნები და განმარტებანი
გადაფურცვლა
ღვთაებრივი ღვინო
სკულპტურა, ფერწერა და მუსიკა ჩვენ სავსე ხელოვნებად გვეჩვენება, სინამდვილეში, საუკუნეთა მანძილზე მისჯილი აქვთ იტრიალონ მარადიული თემების ირგვლივ. ტრადიციულად ჩამოყალიბებულ თემათა და სიუჟეტთა კომპლექტის გაფართოებას ვერ ახერხებდნენ გენიალური ხელოვანებიც და მათ ნაწარმოებებში ჩვენ ვხვდებით მომაკვდავ ადამიანს, შეყვარებულ ქალს, დატანჯულ დედას და სხვა ამგვარი სახისას; უფრო მეტიც, ამ ოსტატთა ქმნილებათა ესთეტიკური სიძლიერე მით უფრო სრულად აცხადებს თავს, რაც უფრო გაბედულადაა განთავისუფლებული ეს თემები ყველანაირი დანაშრევისაგან, ყოველივე უმნიშვნელოსა და ნაკლებ მხატვრულისაგან, რითაც „ამდიდრებდნენ“ საშუალო დონის ხელოვნები, და აბრუნებენ ავანსცენაზე ხელოვნებას მისი თავდაპირველი უბრალოებით და ამასთანავე ტონებისა და ელფერის უსასრულო სიუხვის გამოსხივების საშუალებებს.
ფიქრი, რომ, თითქოსდა, პროგრესი მდგომარეობს საგანთა და იდეათა რაოდენობრივ ზრდაში, დამახასიათებელია ფუქსავატი ადამიანებისათვის. არა და კიდევ ერთხელ არა; ნამდვილი პროგრესი მდგომარეობს არა ნაკლებ ნახევარდუჟინი კარდინალური საიდუმლოებათა სულ უფრო გამახვილებულ ჩვენ აღქმაში, რაც პულსირებს, მარადიული გულის მსგავსად, ისტორიის ფარულ სიღრმეებში. ყოველ ეპოქას, ისტორიულ ავანსცენაზე გამოსვლისას, მოაქვს, ამა თუ იმ დიდ პრობლემათა, თავისი განსაკუთრებული აღქმა, რითაც იგნორირებს ყოველივე სხვას, ანარადა ეპყრობა მათ უკიდურესად აგდებულად. ასევე ცალკეული ადამიანები, არც თუ იშვიათად, დაჯილდოებულნი არიან იმდენად დახვეწილი მაორგანიზებელი ხედვის ორგანოთი, რომ ეს მათ შესაძლებლობას აძლევთ სამყაროს უცქირონ, როგორც ბრწყინვალე სასწაულების საგანძურს, მაშინ როდესაც მათი სმენა, ვაი რომ, აბრკოლებს სამყაროს ჰარმონიის მთლიანობის აღქმას.
ამგვარად, ხელოვნების მარადიული თემები ჩვენ შეგვილია განვიხილოთ, როგორც ისტორიის გამოცხადება. მათკენ მიბრუნებითა და საკუთარი ინტერპრეტაციით, ყოველი ეპოქა ამით აცხადებს თავის ფუნდამენტურ მისწრაფებებს, თავისი სულის მთლიან...