მახასიათებლები
- სათაური: კატა, რომელიც ქალს უსმენდა
- ISBN კოდი: 978-9941-9674-9-8
- ავტორი: მარტოხელა
- გამომცემელი: ჩემი გამომცემლობა
- გამოცემის თარიღი: 2022
- ენა: ქართული
- გვერდები: 221
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1021
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
- ნუ აფსამ ამ ყვავილებს, ნუ აფსამ, რამდენჯერ უნდა გითხრა!
- ბუზღუნებს და ცდილობს, ქოთნების ქვეშ მიმალული ძალით გამომიყვანის. მე ვეწინააღმდეგები და ხელებს ვკაწრავ... ცოცხი ოთახის შუაშია მიგდებული, მაგრამ არც უფიქრია, მოეღერებინა და დამმუქრებოდა... ძლივს გამომიყვანა და სამზარეულოს კარი გამომიკეტა.
- დავიღალე, - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და სამზარეულოში მოშვებულ ონკანს ახლა უზარმაზარი ტაფა შეუშვირა. ბევრი „ფეირი" დაასხა. ასე აკეთებს ხოლმე, როცა ცხიმიანი ჭურჭელი აქვს დასარეცხი.
მაინც გავიხედ-გამოვიხედე, არავინ იყო, ჩვენ გარდა. მე მელაპარაკებოდა ისევ...
- ჰო, მილა, დავიღალე, დღეს ისედაც სუსტად ვიყავი. მეგონა ვერაფერს გავაკეთებდი, მაგრამ ამათაც ხომ უნდათ ჭამა, - თქვა და ღიმილით გამომხედა. ოჯახის წევრებს გულისხმობდა. უცნაურად გადაიხარა და შუბლიც შეეჭმუხნა. ღიმილიც რაღაცნაირი იყო, ყალბი. დილაობით სხვანაირად იღიმის ხოლმე, რომ დამინახავს.
- ჩემი პატარა, პატარა გოგო, - ამბობს და გულში მიხუტებს. მეც გავინაბები და ვცდილობ, ყელში ვაკოცო. ალბათ ისევ წელი სტკივა. ახლა მივხვდი, რომ ჩემ გარდა სხვებზეც ზრუნავს და ყველას ის უკეთებს საჭმელს. მერე რეცხავს, რეცხავს, რეცხვას... მე კი ვუყურებ, ხანდახან თუ დამელაპარაკება, მეც ვპასუხობ ხოლმე. ხან ესმის ჩემი ლაპარაკი, ხან - არა. ძალიან ვბრაზობ ხოლმე, როცა ვეუბნები, რომ მშია და ვერ ხვდება. მაშინ იძულებული ვარ, ძალა ვიხმარო, რამდენჯერმე დავჩხაპნე კიდეც. ხელი ახლაც სტკივა. სამაგიეროდ, უკვე უთქმელად ხვდება, როდის მშია. ჯერ საათს შეხედავს და მერე მკითხავს:
- მილა, გშია, მილა? წამოდი გაჭამო...
და მეც მივყვები. ჯერ ტანს ზანტად ავწევ, ვითომ არ მშია და ისე, სხათაშორის, მიყვები. მერე კი, როცა საჭმლის პაკეტს დამანახებს, გავრბივარ, ხანდახან მის წინაც კი, რომ თეფშამდე მივასწრო. ორჯერ კინაღამ ფეხი დამადგა.
სამი თვეა, უკვე ამ სახლში ვცხოვრობ და შევეჩვიე. ის გვიან წვება, მერე გვიან დგება, საჭმელს ჯერ მე მაჭმევს და მერე სხვებისთვის იწყებს ფუსფუსს. თავიდან ძალიან მეშინოდა, მაგრამ ნაგვის ურნასთან სხვებთან ერთად...