iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ინდივიდუალური ფსიქოლოგია

ალფრედ ადლერი

წინამდებარე მოხსენებაში ალფრედ ადლერი მოკლე მონახაზს აკეთებს შეხედულებისა, რომელიც ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მისეულ კონცეფციას დაედო საფუძვლად.

1.00ლარი

ცხოვრების მეცნიერება

ალფრედ ადლერი

"ცხოვრების მეცნიერება" იკვლევს ინდივიდუალურ ფსიქოლოგიას, როგორც დამოუკიდებელ მეცნიერებას და მის სხვადასხვა ასპექტებს განიხილავს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მოვლენებთან მიმართებით, როგორიცაა სიყვარული, ქორწინება, სექსი, ბავშვთა აღზრდა და სხვა, ამ ყველაფერს კი არასრულყოფილებისა და უპირატესობის კომპლექსების ჭრილში აკეთებს. "ცხოვრების მეცნიერება" - ესაა ფუძემდებლური ტექსტი ფსიქოანალიზის ისტორიაში.

3.33ლარი

ნების თავისუფლებისთვის

ართურ შოპენჰაუერი

ამ თხზულებამ, რომელიც 1839 წელს არის შექმნილი, მის ავტორს საერთაშორისო აღიარება მოუპოვა. ნების თვისუფლების მისეული ბრწყინვალე და ელეგანტური განმარტება ამ ნაწარმოებს დასავლეთევროპული ფილოსოფიის კლასიკად აქცევს.

3.33ლარი

ნევროტიკოს ქალთა მამაკაცური მიდგომის შესახებ

ალფრედ ადლერი

"ნევროტიკოს ქალთა მამაკაცური მიდგომის შესახებ" - ესაა ნაკვეთი ადლერის ვრცელი ნაშრომიდან "ინდივიდუალური ფსიქოლოგიის თეორია და პრაქტიკა", რომელშიც ავტორი ქალების მიერ საკუთარი როლიდან გადახვევისა და "მამაკაცურის" არჩევის მიზეზებს იკვლევს,

1.99ლარი

ცხოვრების ამაოებისა და ვაების შესახებ

ართურ შოპენჰაუერი

"ცხოვრების ამაოებისა და ვაების შესახებ" 46-ე თავია შოპენჰაუერის მთავარი ნაშრომისა "სამყარო, ვითარცა ნება და წარმოდგენა", სადაც ავტორი ყოფნასთან, არსებობასთან შედარებით არყოფნის უპირატესობის შეხედულებას აყალიბებს. ნიშანდობლივი ციტატა: "დევიდ იუმის თითოეული გვერდი იმაზე მეტს გვეუბნება, რასაც ჰეგელის, ჰერბარტისა და შლაიერმახერის ერთად აღებულ ფილოსოფიურ თხზულებათა სრული კრებულები".

1.99ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

ნიშნებს, მინიშნებებს ყურადღებას არ ვაქცევთ... თუმცა სამყარო გველაპარაკება... ჩვენ კი ამ შეუცნობელ, საინტერესო, იდუმალებით მოცულ სამყაროში, რომელიც ბევრ სიურპრიზს გვპირდება და გვიმზადებს, არ ვიცით როგორ ვიცხოვროთ და მინიშნებებესაც ყურადღებას არ ვაქცევთ.

თუ წერის სტილთან და ტექნიკასთან ერთად ავტორი გაგრძნობინებს, რომ მის მიერ დაწერილი წიგნი სიმართლეა... რომ ეს ამბავი შენს ცხოვრებაშიც მომხდარა, ისევე როგორც სხვების ცხოვრებაში, მაშინ ეს ამბავი აუცილებლად უნდა მივიდეს მკითხველამდე. მკითხველმაც უნდა იგრძნოს, რომ მასავით სხვებსაც სტკენია, სხვების ცხოვრებაშიც იყო უიმედობა, დაცემა, აღდგომა, კათარზისი და, რაც მთავარია, სიყვარული. ეს პროცესი, მკითხველისთვის შვების მომგვრელია - ის იღებს გამოცდილებას და ასევე, შვებისმომგვრელია - ავტორისთვისაც, ის ხომ უშურველად გასცემს ამ გამოცდილებას...