რატომ კლავენ ქალებს? რატომ ძალადობენ მათზე? რატომ ხდება, რომ ქალები მოძალადე მამაკაცებს ხშირად თავადვე უღებენ კარს? და რატომ რჩება დაუსჯელი ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების უმრავლესობა? - ფემიციდის ამ გადაუჭრელი პრობლემების პირისპირ აღმოჩნდება რომანის მთავარი გმირი, რადიოჟურნალისტი მიკელა კანოვა, როდესაც მივლინებიდან დაბრუნებული შეიტყობს, რომ ვიღაცას მისი კარის მეზობელი, ახალგაზრდა ლამაზი ქალი ანჯელა ბარი დანის ოცი დარტყმით მოუკლავს.
დაჩა მარაინი (13.11.1936) - იტალიელი მწერალი, პოეტი, ესეისტი, დრამატურგი და სცენოგრაფი; „სამოციანელების თაობის“ წევრი. დაიბადა ქალაქ ფიესოლეში. მამა ტოსკანელი მწერალი და ეთნოლოგი ფოსკო მარაინი იყო, დედა კი პალერმოელი მწერალი და არისტოკრატიული ოჯახის შვილი ტოპაცია ალიატა.