1949 წელს რომანი „ლამაზი ანტონიო“ მწერალმა პირველად ყოველკვირეულ გაზეთ „ილ მონდოში“ გამოაქვეყნა. ეს უკანასკნელი სატირული ჟანრის რომანია, რომლის მთავარი გმირის იმპოტენციაც არსებული რეჟიმის კრიზისსა და მარცხს განასახიერებს. რომანს ლიტერატურული კრიტიკისა და მკითხველის დიდი გამოხმაურება ხვდა და იტალიური ეროვნული ლიტერატურული ჯილდოთი - ბაგუტას პრემიითაც აღინიშნა.
ვიტალიანო ბრანკატი (1907-1954) - იტალიელი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი. დაიბადა 1907 წლის 24 ივლისს, სირაკუზას პროვინციის (სიცილია) ქალაქ პაკინოში. 1922 წელს ის შევიდა ფაშისტურ ნაციონალურ პარტიაში და 1929 წელს დაამთავრა ლიტერატურული ფაკულტეტი. ვიტალიანო ბრანკატი კინემატოგრაფიაში მუშაობდა, შექმნილი აქვს არაერთი სცენარი.