ორჰან ველის ლექსები პირველად 1936 წელს მეჰმეთ ალი სელის ფსევდონიმით ყოველთვიურ ლიტერატურულ ჟურნალ Varlık-ში გამოქვეყნდა. 1941 წელს ოქთაი რიფათთან და მელიჰ ჯევდეთთან ერთად გამოსცა კრებული Garip (უცხო, უცნაური, ყარიბი), რომელსაც ორჰან ველის მიერ დაწერილი წინათქმა-მანიფესტი უძღოდა. მომდევნო წლებში კი დაიბეჭდა ორჰან ველის ლექსების სხვადასხვა კრებულები: „რასაც ვერ დავთმობ“ (1945), „დასთანის მსგავსი“ (1946), „ისევ და ისევ“ (1947) და „პირისპირ“ (1949). 1949 წელს თავად დაიწყო ჟურნალ Yaprak-ის გამოცემა. ორჰან ველი 1950 წლის 14 ნოემბერს, 36 წლის ასაკში ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა. დაკრძალულია სტამბოლის აშიანის სასაფლაოზე.