მახასიათებლები
- სათაური: ლექციები ესთეტიკის შესახებ
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჰეგელი
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 57
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1511
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
ესთეტიკის შესავალი
I. ესთეტიკის განსაზღვრა და დაცვა
II. მშვენიერისა და ხელოვნების მეცნიერული განხილვის სახეები
III. ხელოვნების მშვენიერის ცნება
IV. დაყოფა
გადაფურცვლა
სარჩევი
ესთეტიკის შესავალი
I. ესთეტიკის განსაზღვრა და დაცვა
II. მშვენიერისა და ხელოვნების მეცნიერული განხილვის სახეები
III. ხელოვნების მშვენიერის ცნება
IV. დაყოფა
ესთეტიკის შესავალი
ეს ლექციები ეძღვნება ესთეტიკას: მისი საგანია მშვენიერის ვრცელი სამეფო, უფრო ზუსტად კი ხელოვნება, სახელდობრ, კაზმული ხელოვნება არის მისი სფერო.
მართალია, ამ საგნისათვის სახელი ესთეტიკა ვერ არის მაინცდამაინც მთლად შესაფერი, რადგან „ესთეტიკა“, უფრო ზუსტად, აღნიშნავს გრძნობის, მგრძნობელობის მეცნიერებას: და ამ აზრით ის, როგორც ახალი მეცნიერება, ანუ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ისეთი რამ, რაც პირველად მხოლოდ ახლა უნდა ქცეულიყო ფილოსოფიურ დისციპლინად, ვოლფის სკოლიდან წარმოიშვა მაშინ, როცა გერმანიაში ხელოვნების ნაწარმოებებს განიხილავდნენ იმ გრძნობათა მიხედვით, რომელნიც მათ უნდა გამოეწვიათ, მაგალითად, სასიამოვნოს, გაკვირვების, აღტაცების, შიშის, თანაგრძნობის და ა. შ. ამ შეუფერებელი ანუ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ზერელე სახელწოდების გამო, ზოგიერთმა სცადა აღნიშნული მეცნიერება სხვა სახელით, მაგალითად, კალისტიკით მოენათლა, მაგრამ ეს უკანასკნელი სახელწოდება არადამაკმაყოფილებლად გამოიყურება, რადგან მასში ნაგულისხმევი მეცნიერება განიხილავს არა მშვენიერს საერთოდ, არამედ მხოლოდ ხელოვნების მშვენიერს, ამის გამო ჩვენ გვსურს სახელწოდება „ესთეტიკა“ დავტოვოთ, რადგან იგი, როგორც მარტო სახელწოდება, ჩვენთვის სულერთია და, გარდა ამისა, ჯერჯერობით ჩვეულებრივ საერთო ენაში გადასულია ისე, რომ სახელის სახით შეიძლება შევინარჩუნოთ, ხოლო განსაკუთრებით ზუსტი გამოთქმა ჩვენი მეცნიერებისათვის „ხელოვნების ფილოსოფიაა“, უფრო გარკვევით კი „კაზმული ხელოვნების ფილოსოფია“.
I. ესთეტიკის განსაზღვრა და დაცვა
1. ბუნებრივი მშვენიერი და ხელოვნების მშვენიერი
ამ გამოთქმით თავიდანვე გამოვრიცხავთ ბუნებრივ მშვენიერს ხელოვნების მშვენიერის მეცნიერებიდან....