მახასიათებლები
- სათაური: ლიანა ლორდია
- ISBN კოდი:
- ავტორი: საფო მგელაძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 51
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2415
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- I
- II
- III
- IV
- V
- VI
- VII
- VIII
- IX
- X
- XI
- XII
- XIII
- XIV
- XV
- XVI
- XVII
- XVIII
- XIX
- XX
- XXI
გადაფურცვლა
1
ეს ერთი კვირაა რაც თოვს და თოვს გამუდმებით. ხეები შეისუდრა მიწა დაიწვირთა და პაწია თეთრი ნაგლეჯები თამაშითა და ხტუნვით შეუჩერებლად ისევ განაგრძობენ ცეკვას.
ზეცა თოვლის ნაფლეთებად იმსხვრევა და ეს ნამსხვრევები საოცნებო ზვინებათ გუნდავდება აქა-იქ.
მთელი სამყარო თეთრ სამეფოდ გადაიქცა და თოვლის თეთრი ფერიები, თეთრი ზღაპრებით, თეთრად აძინებენ გარემოს.
ჩვენი სოფლის გზა სრულიად გაუდაბურდა. მასზე იშვიათად თუ დაინახავ მიმავალ ვინმეს. მოწყენილობა ვიგრძენ, ფანჯარას მივადექი და დავინახე ჩემი ქმარი, რომელსაც ფეხზე თხილამურები გაეკეთებინა და თოფით მხარზე მეძებრებს უსტვენდა.
– საით? შევეკითხე მას დახურულ ფანჯრიდან.
– გამარჯვება მისურვე, ლიანა, მომიგო მან, სანადირო ჩანთა მხარზე გადაიდო და ნელი ნაბიჯით აჰყვა ოდნავ აკვალულ ბილიკს, ზეით აზიდულ ტყისაკენ რომ მიდიოდა.
არ დამიჯდა ასეთ დარში მისი ასეთი ახირება, მაგრამ საწინააღმდეგოდ მაინც არაფერი ვსთქვი, ვინაიდან წინდაწინ ვიცოდი, თუ როგორ პასუხსაც მივიღებდი მისგან.
თვრამეტი წლის ვიყავი, როცა არჩილმა, უმაღლესი აგრონომიული ცოდნით აღჭურვილმა და საკმაოდ ხანში შესულმა კაცმა, ჯვარი დაიწერა ჩემზე. მას შემდეგ, თუმცა რამოდენიმე წელი გავიდა, მაგრამ ის მაინც ისე მიცქერდა, როგორც უმფროსი უმცროსს, როგორც დიდი პატარას. ვერ ვიტყვი, რომ მასიამოვნებდა ასეთი მოქცევა, მაგრამ ამ გრძნობას აქარწყლებდა მისი თავდადებული სიყვარული, რომელსაც მე ყოველწამში ვგრძნობდი. ამ უდაბურ ადგილს მან შეიძინა დიდი მამული და ისე გააშენა ის, რომლის მსგავსს საქართველოში იშვიათად თუ შეხვდებოდით. მართალია მე მოწყვეტილი ვიყავ ქალაქს, კულტურულ საზოგადოებას, გასართობებს, მაგრამ არც ისე მწვავედ ვგრძნობდი ამ დანაკლისს. მარტოობაში აღზრდილს, მარტოობა მიყვარდა და სოფლის მყუდროება კი ხელს უწყობდა ჩემს მუშაობასა და უფრო აცხოველებდა ჩემს ფანტაზიას.
სამხატვრო სკოლაში ნიჭიერ მოწაფედ ვითვლებოდი და მართალია ჩქარა მოვსწყდი საყვარელ საქმეს, მაგრამ ხატვას თავი მაინც არ დავანებე და ჩემი სურათებიც...
საფო მგელაძე
საფო მგელაძე (სოფიო გიგინეიშვილი) (დ. 1894, ჯურუყვეთი - გ. 1936, თბილისი) - ქართველი პოეტი, ბელეტრისტი, პროზაიკოსი.