„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.
არჩევანი სულიერ და ფიზიკურ სიყვარულს შორის, ხსნის ძიება ხელოვნებაში, ფემინიზმი - ამ თემებს ეხება ავტორი მის საუკეთესო ქმნილებაში „ლიანა ლორდია“, რამაც საფო მგელაძეს „ლამაზი სიყვარულის ლამაზი მხატვრის“ სახელი მოუხვეჭა. რომანი თითქმის სრულად მეორე პირშია დაწერილი (რაც იმ დროისთვის თამამ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა) და ახალგაზრდა ქალისა და ვაჟის ტრაგიკულ სიყვარულს აღწერს.